ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..

სტატია ხვიჩა კვარაცხელიას პროფესიულ განვითარებასა და თავდაჯერებულობაზე საუბრობს და აღნიშნავს მწვრთნელ ლუის ენრიკეს ნდობას, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, გაფრთხილების მიუხედავად, ქართველი შემტევი ბოლომდე მოედანზე დატოვა.

"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..სპორტალი

ჩვენი თანადგომა ხვიჩა კვარაცხელიას!.. ცხოვრება ზოგჯერ აუხსენელია, მაგრამ ყველა განსაცდელს უნდა გავუძლოთ!.. ხვიჩა კვარაცხელიას, მენტალურ მონსტრს, ეს ნამდვილად შეუძლია.

გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე ტრიუმფამდე, "ბაიერნთან" ნახევარფინალის შემდეგ, "კვარაზე" სტატია ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ: "ეს უმაღლესი კლასია - "ცხოვრება ვარდისფერ ფერებში" ხვიჩასგან!..". სამწუხაროდ, ახლა ყველაფერი მუქად ჩანს, მაგრამ რწმენა, რაც ხვიჩას დიდი დოზით აქვს, არ უნდა დაიკარგოს. სტატიას კი განმეორებით გთავაზობთ...

მეორე ტაიმში ვხედავთ ეპიზოდს, როცა დაცვაში თამაშისას ხვიჩა კვარაცხელია ბურთის დაბლოკვას ცდილობს, ხელები კი ზურგს უკან მყარად და დემონსტრაციულად მიაქვს. ესაა კარგი ილუსტრაცია იმისა, გაფრთხილებისა და გაძევების საფრთხის მიუხედავად, ხვიჩა ბოლომდე როგორ იხარჯება; კარგად აჩვენებს მწვრთნელი ლუის ენრიკეს ნდობასა და დამოკიდებულებას, ხსენებული გარემოების მიუხედავად, "კვარას" გარდა, ყველა შემტევი რომ შეცვალა; და მთავარი რასაც აჩვენებს, ხვიჩა კვარაცხელიას პროფესიული განვითარება, საკუთარი თავის კონტროლი და მნიშვნელობის გააზრებაა.

"კვარას" საგოლე მოქმედება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ბაიერნთან" ესაა საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ვარსკვლავის ქცევა, რომელიც ჯერ მთელ დაცვით სისტემებს ერთი მოძრაობით შლის, საგოლე პასის დროს კი უყურებს არა ბურთს, არამედ პარტნიორის მოძრაობას. ცდილობს, იდეალური დრო და ტრაექტორია შეარჩიოს - ეს უმაღლესი კლასია.

ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანობა რომ გაიზარდა, ყველა სიკეთესთან ერთად, თავდაჯერებამ მოიტანა. "კვარა" თითქოს ბურთს იქ ურტყამს, სადაც დაუმიზნებს, პასს იქ "გააძვრენს", სადაც ტვინში გაიელვებს, წარმატებულ დრიბლინგებზე კი მაშინ მიდის, როცა ამის ბოლომდე სწამს და გარემოებებიც ეხმარება. ის არ აპირებს გუნდური ინტერესები ბურთის დაკარგვით დააზარალოს - ეს უმაღლესი კლასია.

ბურთის დაკარგვის შემთხვევაში გუნდურ ინტერესებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ხვიჩა არასოდეს იშურებს ძალისხმევას, დაცვაში აქტიურად იმუშაოს, თავისი თუ სხვისი დაკარგული ბურთი დაიბრუნოს - ეს უმაღლესი კლასია.

"ყოველდღიურად ბევრს ვშრომობ...გამარჯვებისთვის ვთამაშობ, უნდა ვირბინო, თავი დავიცვა და შევუტიო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდები" - ეს კვარაცხელიას სიტყვებია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რატომაა ის "მენტალური მონსტრი". არ არსებობს მიზანი, რომლის შესრულების შემდეგ ის ახალს არ დაისახავს. ერთი ჩემპიონთა ლიგა, მაშინვე მეორეზე ფიქრი - ეს უმაღლესი კლასია.

"ცხოვრება ვარდისფერ ფერებში" არის ფილმი გოგონაზე, პარიზის ღარიბი უბიდან ნიუ-იორკის დიდ სცენაზე რომ მოხვდა, მისი თითოეული დღე შრომა და ბრძოლა იყო. გააკეთეთ შედარებები ხვიჩასთან, რომელიც საფეხბურთო ელიტაში კაშკაშებს - საუკეთესო ჩემპიონთა ლიგაზე და "ოქროს ბურთის" გამოკვეთილ ნომინანტებში!..

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყოველდღიურად ბევრს ვშრომობ...გამარჯვებისთვის ვთამაშობ, უნდა ვირბინო, თავი დავიცვა და შევუტიო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდები“
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
წინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები