ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

ფრანგმა ჟურნალისტმა პიერ მენესმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუხლის ჯვარედინი მყესების ოპერაციის შემდეგ სპორტსმენს რეაბილიტაციისთვის ხშირად 9 თვე ან მთელი წელი სჭირდება. მისი თქმით, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა გამოჯანმრთელების პროცესს ხელი შეუწყოს.

"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელასპორტალი

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა პიერ მენესმა თავის Youtube არხზე პსჟ-ის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა და ჩვენებურის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო იწინასწარმეტყველა.

როგორც იცით, ხვიჩამ კატარში მუხლის ჯვარედინ მყესებზე ოპერაცია გაიკეთა და დიდი ალბათობით, ამ სეზონში ვეღარ ვიხილავთ.

"საუბარია მხოლოდ იოგის დაზიანებაზე, თუ მთლიანად მუხლია სერიოზულად დაზიანებული? დაზიანებულია თუ არა მენისკები? მოკლედ რომ ვთქვათ, შესაძლოა, სხვადასხვა სახის გართულება იყოს.

როგორც წესი, სპორტში დაბრუნებისთვის ექვსთვიან ვადას ასახელებენ. თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ ასეთი ოპერაციის შემდეგ ადამიანს ხშირად ცხრა თვე, ზოგჯერ კი მთელი წელიც კი სჭირდება.

თუმცა, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა რეაბილიტაციის დასრულების ეტაპზე დაზიანების უკეთ შეხორცებას შეუწყოს ხელი", - თქვა მენესმა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები