პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია ჩაუტარდება – დეტალები

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ მატჩში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც მას უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება და მიმდინარე სეზონს გამოტოვებს.

ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია ჩაუტარდება – დეტალები
ალია

ხვიჩა კვარაცხელია 2026-27 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, რადგან პარი სენ-ჟერმენის „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში გამარჯვებისას წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა.

25 წლის ფეხბურთელი, რომელიც დაშავდა სამშაბათის მატჩის 59-ე წუთზე „ბარსელონას“ ფეხბურთელთან, ჩავი ესპარტთან შეჯახებისას, ტრავმის სიმძამის გამო პსჟ-ის სამედიცინო პერსონალმა მოედნიდან საკაცეთი გაიყვანა.

პსჟ-ის განცხადებაში ნათქვამია: „მას შემდეგ, რაც გუშინდელ მატჩში „ბარსელონას“ წინააღმდეგ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება“.

მოედანზე შესაძლო დაბრუნების ზუსტი ვადა ცნობილი არ არის, თუმცა, ვინაიდან მსგავსი ტრავმები უმეტესად მინიმუმ ცხრათვიან რეაბილიტაციას საჭიროებს, ამიტომაც კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ხელახლა თამაშის შანსი მცირეა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. BM.GEოპოზიციურიხვიჩა კვარაცხელია ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო დარჩენილ სეზონს გამოტოვებს
  2. BM.GEოპოზიციური"ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა" - ხვიჩა კვარაცხელია სეზონს გამოტოვებს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
წინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები