"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ მატჩში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა TASS-თან განაცხადა, რომ ფეხბურთელი მოედანს კიდევ უფრო გაძლიერებული დაუბრუნდება.

ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის მე-3 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა "ბარსელონას" 4:2 სძლია. აღნიშნულ დაპირისპირებაში პარიზელთა ქართველმა ვარსკვლავმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ჩვენებურის მძიმე ტრავმას TASS-სთან საუბარში მოსკოვის "ლოკომოტივში" ჩვენებურის ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი ეხმაურება, რომელსაც მიაჩნია, რომ ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდება.
"ეს საქმის ნაწილია. იმ დატვირთვების გათვალისწინებით, რასაც მისი დონის მოთამაშეები უძლებენ, ტრავმების თავიდან აცილება ძალიან რთულია. ეს დაზიანება მას საშუალებას მისცემს, ფსიქოლოგიურად დაისვენოს, რის შემდეგაც ის კიდევ უფრო გაძლიერდება.
ხვიჩას ძლიერი ხასიათი აქვს. ტრავმამდე პერიოდი უბრალოდ ბრწყინვალე იყო - კვარაცხელია "ოქროს ბურთის" დონეზე თამაშობდა. მისი კალიბრის ყველა ფეხბურთელი გადის მსგავს ეტაპებს. ნურავის ეგონება, რომ ფეხბურთელობა ადვილი პროფესიაა.
დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ ის მოედანს დაუბრუნდება და პსჟ-ში კვლავაც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. ხვიჩა ძალიან მიზანსწრაფული ადამიანია და სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს.
მსგავსი ტრავმა ფეხბურთელებში საკმაოდ ხშირია. ყველა ბრუნდება, ბევრი კი უფრო უკეთესადაც კი იწყებს თამაშს. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!", - თქვა სიომინმა.
ციტატები სტატიიდან
„დონეზე თამაშობდა. მისი კალიბრის ყველა ფეხბურთელი გადის მსგავს ეტაპებს. ნურავის ეგონება, რომ ფეხბურთელობა ადვილი პროფესიაა. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ ის მოედანს დაუბრუნდება და პსჟ-ში კვლავაც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. ხვიჩა ძალიან მიზანსწრაფული ადამიანია და სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს. მსგავსი ტრავმა ფეხბურთელებში საკმაოდ ხშირია. ყველა ბრუნდება, ბევრი კი უფრო უკეთესადაც კი იწყებს თამაშს. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.