ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვის შუამდგომლობასაც აყენებს

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა. ხატია დეკანოიძის განცხადებით, ივანიშვილი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია, რომლის გამოც ქვეყანა რუსეთს უახლოვდება და პარტნიორებს შორდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვის შუამდგომლობასაც აყენებს
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვის შუამდგომლობასაც აყენებსინტერპრესნიუსი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვის შუამდგომლობასაც აყენებს.

როგორც პარტიის წევრმა, ხატია დეკანოიძემ სხდომაზე აღნიშნა, „ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი“.

„ვინაიდან ამ ქვეყანაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები არის ერთი ადამიანი და იმ ადამიანს წარმოადგენენ ისინი, ვინც სხედან აქ, ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს დაახლოება, ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი. ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს ერთპიროვნულად მართავს. ვინმე ხომ არ შემეწინააღმდეგება, რომ ერთპიროვნულად არ მართავს?! მდინარაძე რომ შეეწინააღმდეგა, დასაჭერად აქვს საქმე. პლენუმს მივმართავ შუამდგომლობით, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობას და რომლის მთავარი ამოცანა ძალის გამოუყენებლობაზე მოაწერინოს საქართველოს სახელმწიფოს ხელი და ზუსტად ეს არის ეს სარჩელი - ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ხელმოწერა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ, ცოტა ხნის წინ დააყენა შუამდგომლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაბარებასთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი“
ხატია დეკანოიძე
„ვინაიდან ამ ქვეყანაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები არის ერთი ადამიანი და იმ ადამიანს წარმოადგენენ ისინი, ვინც სხედან აქ, ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს დაახლოება, ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი. ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს ერთპიროვნულად მართავს. ვინმე ხომ არ შემეწინააღმდეგება, რომ ერთპიროვნულად არ მართავს?! მდინარაძე რომ შეეწინააღმდეგა, დასაჭერად აქვს საქმე. პლენუმს მივმართავ შუამდგომლობით, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობას და რომლის მთავარი ამოცანა ძალის გამოუყენებლობაზე მოაწერინოს საქართველოს სახელმწიფოს ხელი და ზუსტად ეს არის ეს სარჩელი - ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ხელმოწერა“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხატია დეკანოიძე – „ქართული ოცნების“ სარჩელი არის თავიდან ბოლომდე რუსული დავალება, ზორკინის დოკუმენტი, ეს არის სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები