ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ენმ „ოცნების“ იმ წარმომადგენლების გამოკითხვას ითხოვს, რომლებიც მათ დროს თანამდებობებზე იყვნენ

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ მოქმედი მინისტრების გამოკითხვა მოითხოვა, რომლებიც ენმ-ის დროს თანამდებობებზე მუშაობდნენ. ხმაურიანი შუამდგომლობის შემდეგ ხატია დეკანოიძე სხდომიდან გააძევეს.

ენმ „ოცნების“ იმ წარმომადგენლების გამოკითხვას ითხოვს, რომლებიც მათ დროს თანამდებობებზე იყვნენ
ენმ „ოცნების“ იმ წარმომადგენლების გამოკითხვას ითხოვს, რომლებიც მათ დროს თანამდებობებზე იყვნენნეტგაზეთი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის საქმეზე გამოიკითხოს „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ასევე პარტიის ის წევრები, რომლებიც ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ.

შუამდგომლობის დაყენება თავიდან ხატია დეკანოიძემ დაიწყო:

„ვინაიდან ამ ქვეყანაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები არის ერთი ადამიანი და იმ ადამიანს წარმომადგენენ ზუსტად ისინი, ვინც აქ სხედან და ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს დაახლოება, ჩვენი მეგობრების გამოძიება, ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხონ შემდეგი ადამიანები – პირველად ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს, ვინმე ხომ არ შემეწინააღმდეგება, ან თქვენ ხომ არ შემეწინააღმდეგებით ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად არ მართავს. იმიტომ რომ მდინარაძე რომ შეეწინააღმდეგა, დასაჭერად აქვს ახლა საქმე“, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

ამ სიტყვების შემდეგ მას სხდომის თავმჯდომარემ, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ და „ოცნების“ დეპუტატებმა სიტყვა გააწყვეტინეს.

დეკანოიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა ძალის გამოუყენებლობაზე მოაწერინოს საქართველოს სახელმწიფოს ხელი – „ზუსტად ეს არის ეს სარჩელი“.

ამ ფრაზის შემდეგ დეკანოიძეს სიტყვა კიდევ ერთხელ შეაწყვეტინეს და მოგვიანებით პროცესიდან გააძევეს. ის ვერც ერთ პროცესს ვერ დაესწრება თუ პლენუმი არ დააკმაყოფილებს დეკანოიძის შუამდგომლობას სხდომაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.

შუამდგომლობის დაყენება მოგვიანებით ანი წითლიძემ გააგრძელა, მან ჩამოთვალა ის პირები, რომლებიც ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ და ახლა „ოცნებას“ წარმოადგენენ და მოითხოვა მათი გამოკითხვა:

გივი მიქანაძე – განათლების მინისტრი;

მაკა ბოჭორიშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი;

ზურაბ პატარაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე;

დავით სონღულაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი;

ირაკლი ჩიქოვანი – თავდაცვის მინისტრი;

გეკა გელაძე – ამჟამად შს მინისტრის მოადგილე.

„ვითხოვთ, მოწმის სახით დავიბაროთ ადამიანები, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებას წარმოადგენენ და მაშინ ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ და მნიშვნელოვან თანამდებობებზე იყვნენ. მაგალითად ციხის ამბებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ბატონი გივი მიქანაძე, რომელიც დღეს განათლების მინისტრია ენმ-ის დროს მაღალ თანამდებობაზე იყო, შესაბამისად იმ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც აგერ აქვს „ოცნებას“ თავის სარჩელში, ჩემთან კი არ უნდა იყოს კითხვა, იმიტომ რომ უფრო მეტი იცის ბატონმა გივი მიქანაძემ. […] გვიპასუხოს, სისტემურ დანაშაულში მონაწილეობდა მაშინ, 9 წლის განმავლობაში, როცა იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, და ციხეებზე პასუხისმგებელი ადამიანი?!

ასევე ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრია, ისიც ენმ-ის დროს მუშაობდა არაერთ საელჩოში. როდესაც იმ 9 წლის განმავლობაში გვედავებიან იმას, რომ უცხო ქვეყნის აგენტები ვიყავით ჩვენ და ვასრულებდით უცხო ქვეყნის დავალებას, ეს არის მათ შორის სამართლებრივი არგუმენტაცია, საინტერესოა მაკა ბოჭორიშვილი მაშინ ენმ-ს რომ წარმოადგენდა და საელჩოებში მუშაობდა იყო თუ არა უცხო ქვეყნის აგენტი?!“ – თქვა ანი წითლიძემ.

წითლიძემ თქვა, რომ პატარაძეც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა ერთ-ერთ საელჩოში და ყველა ჩამოთვლილი პირი იყო სისტემის ნაწილი:

„აქ ხომ სისტემურ დანაშაულებზეა საუბარი, იმ სარჩელში რაც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ მათ შორის სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია, რასაც გვითვლიან, რომ იყო ე.წ. სისტემური დანაშაული, ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, მაგ დროს სისტემაში მუშაობდნენ. თუ სისტემური დანაშაულების გამო უნდა აგვკრძალოთ და მიიღოთ ეგ გადაწყვეტილება, მაშინ საინტერესოა, რომ ამ ადამიანებმა გვიპასუხონ იმ კონკრეტულ კითხვებზე, რაც ჩვენც გვაქვს და წესით თქვენც უნდა გქონდეთ, მართლა სისტემური იყო თუ არა ის დანაშაულები თუ იტყუება ქართული ოცნება?“ – თქვა ანი წითლიძემ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვინაიდან ამ ქვეყანაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები არის ერთი ადამიანი და იმ ადამიანს წარმომადგენენ ზუსტად ისინი, ვინც აქ სხედან და ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს დაახლოება, ჩვენი მეგობრების გამოძიება, ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხონ შემდეგი ადამიანები – პირველად ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს, ვინმე ხომ არ შემეწინააღმდეგება, ან თქვენ ხომ არ შემეწინააღმდეგებით ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად არ მართავს. იმიტომ რომ მდინარაძე რომ შეეწინააღმდეგა, დასაჭერად აქვს ახლა საქმე“
ხატია დეკანოიძე
„ზუსტად ეს არის ეს სარჩელი“
„აქ ხომ სისტემურ დანაშაულებზეა საუბარი, იმ სარჩელში რაც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ მათ შორის სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია, რასაც გვითვლიან, რომ იყო ე.წ. სისტემური დანაშაული, ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, მაგ დროს სისტემაში მუშაობდნენ. თუ სისტემური დანაშაულების გამო უნდა აგვკრძალოთ და მიიღოთ ეგ გადაწყვეტილება, მაშინ საინტერესოა, რომ ამ ადამიანებმა გვიპასუხონ იმ კონკრეტულ კითხვებზე, რაც ჩვენც გვაქვს და წესით თქვენც უნდა გქონდეთ, მართლა სისტემური იყო თუ არა ის დანაშაულები თუ იტყუება ქართული ოცნება?“
ანი წითლიძე
„ვითხოვთ, მოწმის სახით დავიბაროთ ადამიანები, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებას წარმოადგენენ და მაშინ ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ და მნიშვნელოვან თანამდებობებზე იყვნენ. მაგალითად ციხის ამბებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ბატონი გივი მიქანაძე, რომელიც დღეს განათლების მინისტრია ენმ-ის დროს მაღალ თანამდებობაზე იყო, შესაბამისად იმ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც აგერ აქვს „ოცნებას“ თავის სარჩელში, ჩემთან კი არ უნდა იყოს კითხვა, იმიტომ რომ უფრო მეტი იცის ბატონმა გივი მიქანაძემ. […] გვიპასუხოს, სისტემურ დანაშაულში მონაწილეობდა მაშინ, 9 წლის განმავლობაში, როცა იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, და ციხეებზე პასუხისმგებელი ადამიანი?! ასევე ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრია, ისიც ენმ-ის დროს მუშაობდა არაერთ საელჩოში. როდესაც იმ 9 წლის განმავლობაში გვედავებიან იმას, რომ უცხო ქვეყნის აგენტები ვიყავით ჩვენ და ვასრულებდით უცხო ქვეყნის დავალებას, ეს არის მათ შორის სამართლებრივი არგუმენტაცია, საინტერესოა მაკა ბოჭორიშვილი მაშინ ენმ-ს რომ წარმოადგენდა და საელჩოებში მუშაობდა იყო თუ არა უცხო ქვეყნის აგენტი?!“
ანი წითლიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები