ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სხდომიდან გაძევებამდე, ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოდან გაძევებამდე ენმ-ის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა და განაცხადა, რომ ქვეყანას ის ერთპიროვნულად მართავს.

სხდომიდან გაძევებამდე, ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა
სხდომიდან გაძევებამდე, ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენაTV პირველი

ენმ-ს ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, სწორედ ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, რომ ძალის გამოუყენებლობაზე მოაწერინოს საქართველოს სახელმწიფოს ხელი - "ზუსტად ეს არის ეს სარჩელი - ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ხელმოწერა“.

ვინაიდან ამ ქვეყანაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები არის ერთი ადამიანი და იმ ადამიანს წარმოადგენენ ისინი, ვინც სხედან აქ, ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს დაახლოება, ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი. ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს ერთპიროვნულად მართავს. ვინმე ხომ არ შემეწინააღმდეგება, რომ ერთპიროვნულად არ მართავს?! მდინარაძე რომ შეეწინააღმდეგა, დასაჭერად აქვს საქმე. პლენუმს მივმართავ შუამდგომლობით, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობას და რომლის მთავარი ამოცანა ძალის გამოუყენებლობაზე მოაწერინოს საქართველოს სახელმწიფოს ხელი და ზუსტად ეს არის ეს სარჩელი - ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ხელმოწერა“,- განაცხადა დეკანოიძემ., - განაცხადა ხატია დეკანოიძე.

სანამ ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობას დააყენებდა, ხატია დეკანოიძესა და არჩილ გორდულაძეს შორის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დეკანოიძემ "ოცნების" წევრს პარლამენტში გამართული მუშტი-კრივი გაახსენა.

მე მესმის, რომ გორდულაძეს მარტო ცემა შეუძლია პარლამენტში, სამართლებრივ ნაწილზე როდესაც მიმითითებს გორდულაძე, გახისენოს როგორ სცემდა კოლეგას პარლამენტის დარბაზში". - განაცხადა დეკანოიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზუსტად ეს არის ეს სარჩელი - ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ხელმოწერა“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხატია დეკანოიძე – „ქართული ოცნების“ სარჩელი არის თავიდან ბოლომდე რუსული დავალება, ზორკინის დოკუმენტი, ეს არის სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები