დონალდ ტრამპის განცხადებით, სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთმა ოთხი წლის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დააკავა, მისი თხოვნით გაათავისუფლეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი მისი თხოვნით, ყოველგვარი გაცვლის გარეშე გაათავისუფლეს. ჰაბარდის ციხიდან გაშვების გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე გააჟღერა.

სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთმა ოთხი წლის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დააკავა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნით ახლახან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტრამპის ცნობით, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას სთხოვა.
„სტივენი უკვე სახლში ბრუნდება და მალე ოჯახთან ერთად იქნება. პრეზიდენტ ტრამპის პატივისცემის ნიშნად აშშ-ს სანაცვლოდ არაფრის გაცემა არ დასჭირდა, რაც რუსეთისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. ამ გათავისუფლებისთვის არანაირი „გაცვლა“ საჭირო არ გამხდარა. ეს მნიშვნელოვანი დაბრუნება დიდი ხნის წინ, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უნდა მომხდარიყო, რომელმაც კრემლთან მოლაპარაკებებში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, მოსკოვში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის სტივენ ჰაბარდის ციხიდან გათავისუფლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე გამოაცხადა.
74 წლის სტივენ ჰაბარდს 2024 წელს მოსკოვის სასამართლომ უკრაინის მხარეს დაქირავებული მებრძოლების რაზმის შემადგენლობაში ბრძოლისთვის 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიReuters - სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინთან რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლების საკითხის განხილვას გეგმავს
- ინტერპრესნიუსივლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა პატიმრობიდან აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა, რომელიც უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის იყო გასამართლებული
- BM.GEსტივ უიტკოფი და ვლადიმერ პუტინს შეხვდა - რა განიხილეს?
- რადიო თავისუფლებარუსეთმა ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა
ციტატები სტატიიდან
„სტივენი უკვე სახლში ბრუნდება და მალე ოჯახთან ერთად იქნება. პრეზიდენტ ტრამპის პატივისცემის ნიშნად აშშ-ს სანაცვლოდ არაფრის გაცემა არ დასჭირდა, რაც რუსეთისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. ამ გათავისუფლებისთვის არანაირი „გაცვლა“ საჭირო არ გამხდარა. ეს მნიშვნელოვანი დაბრუნება დიდი ხნის წინ, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უნდა მომხდარიყო, რომელმაც კრემლთან მოლაპარაკებებში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.