ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters - სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინთან რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლების საკითხის განხილვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე რუსეთში უკრაინის მხარეს ბრძოლის ბრალდებით გასამართლებული 74 წლის ამერიკელის, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების საკითხის განხილვას გეგმავს.

Reuters - სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინთან რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლების საკითხის განხილვას გეგმავს
Reuters - სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინთან რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლების საკითხის განხილვას გეგმავსინტერპრესნიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლების საკითხის განხილვას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის მოქალაქის, სტივენ ჰაბარდის ციხიდან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს.

74 წლის სტივენ ჰაბარდს ბრალად უკრაინის მხარეს დაქირავებული მებრძოლების რაზმის შემადგენლობაში ბრძოლა ედება.

ჰაბარდი 2022 წელს დააკავეს, ხოლო 2024 წელს მას მოსკოვის სასამართლომ 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსკოვის პროკურატურის განცხადებით, ჰაბარდმა უკრაინაში წვრთნები გაიარა, იარაღი მიიღო და ყოველთვიურად 1000 დოლარის პირობით იბრძოდა. მაშინ, რუსულმა მედიამ განაცხადა, რომ ჰაბარდმა ბრალი აღიარა.

სტივენ ჰაბარდის დის პატრისია ჰაბარდ ფოქსის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისმა ძმამ ბრალი აღიარა, რადგან მას პრორუსული შეხედულებები ჰქონდა.

ჰაბარდი ყოფილი მასწავლებელია, რომლიც წარსულში აშშ-ის საჰაერო ძალებსა და ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. მას ინგლისურ ენაში მაგისტრის ხარისხი აქვს და 25 წლის განმავლობაში იაპონიაში ინგლისურს ასწავლიდა. მოგვიანებით, ჰაბარდი კვიპროსში, ხოლო 2014 წლიდან უკრაინელ პარტნიორთან ერთად უკრაინის ქალაქ იზიუმში ცხოვრობდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ისინი, "ერთ რესტორანში სხედან" და საქმე ქუჩის "ფასტფუდს" არ ეხება - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპზე, მასკსა და პუტინზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები