ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთმა ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა

რუსეთმა უკრაინის მხარეს ბრძოლის ბრალდებით გასამართლებული აშშ-ის 74 წლის მოქალაქე სტეფან ჰაბარდი გაათავისუფლა. პუტინმა ეს გადაწყვეტილება სანქტ-პეტერბურგში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან შეხვედრისას გააჟღერა.

რუსეთმა ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა
რუსეთმა ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლარადიო თავისუფლება

რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტეფან ჰაბარდი. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჰაბარდის გათავისუფლების შესახებ 21 ოქტომბერს განაცხადა პეტერბურგში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან შეხვედრისას.

პუტინმა უიტკოფს უთხრა, რომ ჰაბარდი უკვე პეტერბურგის აეროპორტშია. უიტკოფმა პუტინს მადლობა გადაუხადა.

წინა დღეს, 20 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან განიხილა ჰაბარდის გათავისუფლების საკითხი.

74 წლის სტეფან ჰაბარდი რუსეთში სასჯელს იხდიდა უკრაინის მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით. მას მოსკოვის სასამართლომ 2024 წელს მიუსაჯა 6 წლით და 10 თვით პატიმრობა. გამოძიების ვერსიით, სტეფან ჰაბარდი 2014 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა, ომის დაწყების შემდეგ კი ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდა. რუსმა სამხედროებმა ამერიკელი 2022 წლის აპრილში დააკავეს.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად და უკრაინაში ომი დასრულების საკითხზე სასაუბროდ პეტერბურგში 21 ოქტომბერს ჩავიდა ნორვეგიიდან, სადაც 20 ოქტომბერს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს - თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ ჩემი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჰუმანისტია - სერ, თქვენც ჰუმანისტი ბრძანდებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები