პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სტივ უიტკოფი და ვლადიმერ პუტინს შეხვდა - რა განიხილეს?

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულების წინადადებები გადასცა. შეხვედრის პარალელურად მოსკოვმა ამერიკელი მასწავლებლის, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სტივ უიტკოფი და ვლადიმერ პუტინს შეხვდა - რა განიხილეს?
BM.GE

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მას უკრაინაში ომის დასრულების ამერიკული წინადადებები გადასცა. საყურადღებოა, რომ ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი, თუ რას მოიცავს დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პარალელურად ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი მასწავლებლის, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ პირის გათავისუფლებისათვის სტივ უიტკოფმა კრემლის ლიდერს დონალდ ტრამპის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის მოქალაქე უკვე პულკოვოს აეროპორტში იმყოფება.

ცნობისთვის, რუსეთის სამხედრო ძალებმა 74 წლის სტივენ ჰაბარდი 2022 წლის აპრილში, უკრაინის ქალაქ იზიუმში დააკავეს. რუსულმა სასამართლომ მას დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის ბრალდებით 6 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მედიასთან საუბრისას სტივ უიტკოფმა უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებთან ოსლოში გამართული მოლაპარაკებებიც მიმოიხილა და ზელენსკისა და სხვა ლიდერებთან საუბარი პოზიტიურად შეაფასა.

ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ომის დასრულების საფუძველი უკვე არსებობს და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა შესაძლებელია. აშშ-ის წარმომადგენელი რუსეთის, უკრაინისა და ამერიკის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას იმედოვნებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 3
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიReuters - სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინთან რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლების საკითხის განხილვას გეგმავს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურივლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა პატიმრობიდან აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა, რომელიც უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის იყო გასამართლებული
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირუსეთმა ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპის განცხადებით, სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთმა ოთხი წლის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დააკავა, მისი თხოვნით გაათავისუფლეს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს - თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ ჩემი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჰუმანისტია - სერ, თქვენც ჰუმანისტი ბრძანდებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები