პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს

რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მომზადებულ დოკუმენტებს განიხილავენ.

სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს
იმედინიუსი

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უიტკოფმა სანქტ-პეტერბურგში ჩაიტანა დოკუმენტები, რომლებიც უკრაინაში ომის დასრულებას ეხება და რომელთა შემუშავება წინა დღით ოსლოში უკრაინულ და ევროპულ მხარეებთან შეხვედრის შედეგად მოხერხდა.

მედიით აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით მას 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებიან პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი პუტინთან შესახვედრად პეტერბურგში ჩავიდა
  3. ალიაოპოზიციურისტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს - თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ ჩემი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჰუმანისტია - სერ, თქვენც ჰუმანისტი ბრძანდებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები