ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობაში ახალი ეტაპი არ იწყება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოცემულობა უცვლელია.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნარადიო თავისუფლება

2025 წლის 1 დეკემბერს, როცა ქაჯაიამ ეს პოსტი დატოვა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მან „სხვა სფეროში გადაინაცვლა და ეს თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა“.

"ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სექციაზე, რომელიც შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ყოფილი წევრი დაინიშნა სექციაში ჩვენს წარმომადგენლად - ბატონი ალეკო წულაძე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა, შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, რაიმე ახალი ნაბიჯების გადადგმა თუ იგეგმება რუსეთთან ურთიერთობაში, კობახიძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა.

„რეალურად რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, [...] დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი" - თქვა მან.

გიორგი ზურაბაშვილს, რომელიც სახელმწიფო უწყებებში 1992 წლიდან მუშაობს, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 2021 წელს მიენიჭა. 2014-2024 წლებში ის ირლანდიაში ჯერ დესპანის, შემდეგ კი ელჩის რანგში მსახურობდა.

2005-2012 წლებში გიორგი ზურაბაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იყო.

გიორგი ზურაბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში 2026 წლის 17 ივნისს შეხვდა ბრიტანეთის ელჩს, რომელიც საგარეოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც "ჩრდილოვანი ფლოტის" გემებისთვის სანქციების გაფართოების კონტექსტში ნახსენები იყო საქართველო ხომალდ SILVAR (IMO 9291262)-თან დაკავშირებით, რომლსაც, საელჩოს განცხადებით, აქვს ქართულ პორტში შემოსვლის ისტორია.

ზურაბაშვილი შეხვდა ასევე ევროკავშირის ელჩს 2026 წლის 12 თებერვალს - ამ შეხვედრის შინაარსის შესახებ საელჩომ და საგარეომ სხვადასხვა ცნობები გაავრცელეს. საგარეოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი „საქართველოს პოზიციის გადაცემა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე“.

ზურაბიშვილი იყო იმ შეხვედრაზეც, რაც საგარეოში შედგა გერმანიის ყოფილი ელჩის, პეტერ ფიშერის დაბარების შემდეგ - მის დაბარებას საქართველოს საგარეო უწყებაში ელჩის მიმართ სოლიდარობის მარში მოჰყვა თბილისში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სხვა სფეროში გადაინაცვლა და ეს თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა“
ირაკლი კობახიძე
„ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სექციაზე, რომელიც შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ყოფილი წევრი დაინიშნა სექციაში ჩვენს წარმომადგენლად - ბატონი ალეკო წულაძე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა, შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე“
ირაკლი კობახიძე
„რეალურად რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, [...] დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: “რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები