პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: “რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი”

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას თავისი ბარიერი აქვს და ეს მოცემულობა არ შეცვლილა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, შვეიცარიის საელჩოში არსებული სექციის პარალელურად, ხელახლა დაინიშნა სპეცწარმომადგენელი კონფლიქტის მოგვარებისა და ჰუმანიტარული კავშირებისთვის.

ირაკლი კობახიძე: “რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი”
POSTV

„რეალურად, რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება. აქამდე ჩვენი სექცია მუშაობდა აქტიურად შვეიცარიის საელჩოში და კიდევ ერთხელ დავინახეთ საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, დანიშნულიყო ხელახლა სპეცწარმომადგენელი.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები: ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი; ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

“სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა. სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლისხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურირუსეთთან სპეცწარმომადგენლის დანიშვნა ნაწილობრივ ემბარგოს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – გიორგი ზურაბაშვილი მოქმედებს და იმოქმედებს ფორმალური მანდატის შესაბამისად, დიპლომატიურ ურთიერთობებს კი აქვს ბუნებრივი ბარიერი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები