პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი

საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას თავისი ბარიერი აქვს და ეს მოცემულობა არ შეცვლილა. მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული კავშირების შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაა.

ირაკლი კობახიძე: რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი
რუსთავი 2

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული ამოცანები, რაც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

„რეალურად რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, აქამდე სექცია მუშაობდა აქტიურად შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია და კიდევ ერთხელ ჩვენ დავინახეთ საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, დანიშნულიყო ხელახლა სპეცწარმომადგენელი.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები, ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურირუსეთთან სპეცწარმომადგენლის დანიშვნა ნაწილობრივ ემბარგოს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
  2. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: “რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი”
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი: გიორგი ზურაბაშვილი მოქმედებს ფორმალური მანდატის შესაბამისად და იმოქმედებს მომავალშიც, რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი და ეს ბარიერი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციასთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები