პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ალეკო წულაძის ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით ძალიან მნიშვნელოვანია სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და პრაქტიკის გათვალისწინებით მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე, რადგან პრაქტიკამ ამ პოსტის აუცილებლობა გამოავლინა.

ირაკლი კობახიძე: ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ალეკო წულაძის ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით ძალიან მნიშვნელოვანია სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და პრაქტიკის გათვალისწინებით მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება
იმედინიუსი

დავინახეთ, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა, შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის პოზიცია შარშან დეკემბერში გახდა ვაკანტური.

„ამის შემდეგ ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სექციაზე, რომელიც შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ყოფილი წევრი დაინიშნა სექციაში ჩვენს წარმომადგენლად - ბატონი ალეკო წულაძე. აქცენტი კეთდებოდა სექციაზე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა, შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ბევრი რამ გაკეთდა ალეკო წულაძის ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ, რომ დამატებით ძალიან მნიშვნელოვანია სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  4. BM.GEოპოზიციურივინ არის და რა ქონებას ფლობს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში კობახიძის ახალი სპეცწარმომადგენელი?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსეთთან სპეცწარმომადგენლის დანიშვნა ნაწილობრივ ემბარგოს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები