ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლე ვასილ როინიშვილი და როინ შავაძის საქმე – რატომ ითხოვდნენ მის აცილებას?

საკონსტიტუციო სასამართლოლელონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

„ლელო ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა კახი სამხარაძემ პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის — ვასილ როინიშვილის, გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის აცილება მოითხოვა, მათ შორის როინიშვილის როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან კავშირის გამო.

მოსამართლე ვასილ როინიშვილი და როინ შავაძის საქმე – რატომ ითხოვდნენ მის აცილებას?
მოსამართლე ვასილ როინიშვილი და როინ შავაძის საქმე – რატომ ითხოვდნენ მის აცილებას?ალია

“ლელო ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა, კახი სამხარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხომაზე სამი მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა – ვასილ როინიშვილის, გოგა კიკილაშვილის და სერგო მეთოფიშვილის.

საჯარო წყაროების მიხედვით, ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როინიშვილი ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობაში მუშაობდა, მათ შორის 2006-2008 წლებში იყო აჭარის პროკურორი და 2008-2009 წლებში კი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სარჩელში ოცნებას ნახსენები აქვს, სერჟანტი როინ შავაძის მკვლელობის საქმე “ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფის” ნაწილში, მოსამართლე ვასილ როინიშვილი შავაძის მკვლელობის დროს აჭარის პროკურორი იყო, მოგვიანებით კი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ დაწინაურდა.

გარდა ამისა, ბათუმელების ცნობით, როინიშვილი უშუალოდ იყო როინ შავაძის საქმის პროკურორი.

ვასილ როინიშვილის შემთხვევში, “ძლიერი საქართველოს” იურისტმა სერჟანტ როინ შავაძის საქმე გაიხსენა, სადაც როინიშვილი პროკურორი იყო.

ჩვენ ვითხოვთ სამი მოსამართლის აცილებას. ჩვენ გვესმის მოცემულობა, რომ 7 წევრია დღეს სასამართლოში, მაგრამ უნდა იყოს -9 და ეს მოპასუხე მხარის პრობლემა არ არის, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ არის სრული შემადგენლობა. ჩვენ აცილებას ვუყენებთ ვასილ როინიშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელმაც უნდა განიხილეს ეს საქმე და ამ სარჩელში მითითებულია კონკრეტული საქმე, რომელშიც იგი მონაწილეობდა საერთო სასამართლოებში საქმის განხილვის დროს. ვგულისხმობ, სერჟანტ როინ შავაძის საქმეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ვასილი მონაწილეობდა, როგორც ზემდგომი პროკურორი, ამ საქმის განხილვაში, შესაბამისად, ეს აჩენს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვს, რაც სრულიად საკმარისია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომ ჩვენ დავინახოთ ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა “ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა.

რაც შეეხება კიკილაშვილს და სერგო მეთოფიშვილს, “ძლიერი საქართველოს” იურისტმა თქვა, რომ მათი დანიშვნის სიჩქარიდან გამომდინარე, მოსამართლეების ობიექტურობა სერიოზულ ეჭვს ბადებს.

გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვაყენებთ ორი ახლად დანიშნული წევრის აცილების შუამდგომლობას, ეს არის გოგა კიკილაშვილი და სერგო მეთოფიშვილი.

მეთოფიშვილი და კიკილაშვილი ვერ იქნებიან ობიექტურები. მათ ადგილას იყვნენ ორი სხვა მოსამართლე რომლებიც გამოირჩეოდნენ განსხვავებული აზრებით. სამ დღეში დანიშნეს ეს ორი მოსამართლე”, – თქვა “ლელოს” წარმომადგენელმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქვეპუნქტის შესაბამისად, რომ ჩვენ დავინახოთ ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც 5 პარტიის აკრძალვას განიხილავენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები