მოსამართლე ვასილ როინიშვილს სხდომაზე როინ შავაძის საქმე გაუხსენეს
„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას სამი მოსამართლის — ვასილ როინიშვილის, გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის აცილება მოითხოვა.

"ლელო ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხომაზე სამი მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა - ვასილ როინიშვილის, გოგა კიკილაშვილის და სერგო მეთოფიშვილის .
ვასილ როინიშვილის შემთხვევში, "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა სერჟანტ როინ შავაძის საქმე გაიხსენა, სადაც როინიშვილი პროკურორი იყო.
აცილებას ვუყენებთ ვასილ როინიშვილს. ამ სარჩელში მითითებულია კონრეტული საქმე, რომელშიც იგი მონაწილეობდა საერთო სასამართლოებში საქმის განხილვის დროს - ვგულისხმობ სერჟანტ როინ შავაძის საქმეს.
ბატონი ვასილი, როგროც ზემდგომი პორკურორი ამ საქმის განხილვაში მონაწილეობდა. ეს აჩენს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვს". - განაცხადა "ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა.
კიკილაშვილის და სერგო მეთოფიშვილის შემთხვევაში კი "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა თქვა, რომ მათი დანიშვნის სიჩქარიდან გამომდინარე, მოსამართლეების ობუიექტურობა სერიოზულ ეჭვს ბადებს.
მეთოფიშვილი და კიკილაშვილი ვერ იქნებიან ობიექტურები. მათ ადგილას იყვნენ ორი სხვა მოსამართლე რომლებიც გამოირჩეოდნენ განსხვავებული აზრებით. სამ დღეში დანიშნეს ეს ორი მოსამართლე", - თქვა "ლელოს" წარმომადგენელმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.