პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე861 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემოსამართლე ხუჭუა სადავოდ ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს861 ჩანაწერი · 13 მედია

პროკურორის მოადგილე ბრძანდებოდით, პარტიული იყავით? – წითლიძე როინიშვილს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ანა წითლიძემ მოსამართლე ვასილ როინიშვილს ჰკითხა, იყო თუ არა პარტიული პროკურორის მოადგილეობისას, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა.

პროკურორის მოადგილე ბრძანდებოდით, პარტიული იყავით? – წითლიძე როინიშვილს
ნეტგაზეთი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილი დაინტერესდა, თუ მოპასუხე მხარე, „რაში ხედავს გამიჯვნას მმართველ ძალასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის“. წინა სხდომაზე მან ამ შინაარსის კითხვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც დაუსვა.

მოსამართლის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ მანამდე აღნიშნა, რომ კონკრეტული გადაცდომები და შედეგები, რაც დადგა ქართული და არა ქართული სასამართლო გადაწყვეტილებები, ინდივიდუალური შემთხვევები იყო, რაც არ უნდა მიემართებოდეს მმართველ პარტიას.

„კი, ჩვენი მთავარი კითხვა მომჩივანთან, მათ შორის არსებითი განხილვის დროს სწორედ ეს იყო – რას გვედავებიან? ითხოვენ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 2003-დან 2012 წლამდე. ხომ? რეალობა ეს არის.

და რამდენად რელევანტურია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრძალო პოლიტიკური პარტია? იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რეალურად უნდა გამომდინარეობდეს მისი მიზნებიდან და მისი მოქმედებებიდან“, – თქვა წითლიძემ.

მოსამართლემ მას დამაზუსტებელი კითხვაც დაუსვა და ჩამოუთვალა ჰიპოთეზურად შესაძლო პასუხები რა შეიძლება ყოფილიყო მის კითხვაზე.

ანა წითლიძე: – „2003-დან 2012 წლამდე აი რამდენი მინისტრი, მინისტრის მოადგილე და თანამდებობის პირი ჰყავდა მაშინდელ ხელისუფლებას? და რამდენი მათგანი იყო პარტიული. მე შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ უმრავლესობა – არა. თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ, მათ შორის პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?“

მოსამართლე ვასილ როინიშვილი: – „არა, არასდროს არ ვიყავი არცერთი პარტიის წევრი“.

ანა წითლიძე: „რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა ამას ვამბობ, ზუსტად ეს არის სრული ნონსენსი“.

მან ასევე განმარტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მათ შორის მიხეილ სააკაშვილს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული რა იყო ამ პარტიის შეცდომები.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. სასამართლო ამჟამად კითხვა-პასუხის ეტაპზეა.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიანი წითლიძე მოსამართლე როინიშვილს: "თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?"
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარტიების შესაძლო აკრძალვა ხომ არ გახდება მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი? – გოცირიძის კითხვა „ოცნებას“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები