ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„როინ შავაძის საქმე“ ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში – იმდროინდელი პროკურორი ახლა მოსამართლეა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვის

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში ვასილ როინიშვილი განიხილავს, რომელიც როინ შავაძის მკვლელობისას აჭარის პროკურორი იყო; სასამართლომ ოპოზიციის მოთხოვნა მისი აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა.

„როინ შავაძის საქმე“ ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში – იმდროინდელი პროკურორი ახლა მოსამართლეა
„როინ შავაძის საქმე“ ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში – იმდროინდელი პროკურორი ახლა მოსამართლეაბათუმელები

ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აჭარის პროკურორი იყო.

უფრო მეტიც, სარჩელში, რომლითაც „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, ერთ-ერთ მტკიცებულებად მოყვანილია „სერჟანტ როინ შავაძის საქმე“ – „ოცნება მიიჩნევს, რომ ეს საქმე აჩვენებს, როგორ შექმნა ძალადობრივი სისტემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის გამოძიების დროს აჭარის პროკურორი სწორედ ვასილ როინიშვილი იყო. მან გამოძიებას ჩვენებაც კი მისცა ამ საქმესთან დაკავშირებით 2023 წელს – მას შემდეგ, როცა სტრასბურგის სასამართლომ 2020 წელს დაადგინა ამ საქმეზე არაერთი მუხლის დარღვევა.

სარჩელში, რომლითაც პარტიების აკრძალვას აპირებს „ოცნება“ ეს წერია „როინ შავაძის საქმის“ შესახებ:

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემა, იმავე პერიოდში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო.

ყოველივე ეს დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით,“ – აღნიშნულია სარჩელში და აქვე ჩამოთვლილია რამდენიმე საქმე, რომელზეც ე.წ. წულუკიანის კომისიამ უკვე იმსჯელა.

ამ ჩამონათვალშია „როინ შავაძის საქმე“.

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2020 წლიდან და ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ვისაც სერჟანტის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის საქმე უნდა გამოეძიებინა. პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, ვასილ როინიშვილი „ოცნების“ მთავრობამ დააწინაურა.

ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ვასილ როინიშვილი იყო მთავარი პროკურორის მოადგილე [2008-2009 წლებში], მანამდე იყო იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი [2006-2008 წლებში].

სწორედ მისი წარსულიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს, 21 ოქტომბერს ვასილ როინიშვილის აცილება მოითხოვეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა როინიშვილის აცილების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულად მიიჩნია.

საკონსტიტუციო სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; გოგა კიკილაშვილი; სერგო მეთოფიშვილი; გიორგი მოდებაძე; ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

ამ თემაზე:

„ივანიშვილმა მოკლა პოლიტიკური პროცესი, ახლა აფორმებს ამ მკვლელობას. ჯერი საზოგადოებაზეა“ – ინტერვიუ

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოცნება მიიჩნევს, რომ ეს საქმე აჩვენებს, როგორ შექმნა ძალადობრივი სისტემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის გამოძიების დროს აჭარის პროკურორი სწორედ ვასილ როინიშვილი იყო. მან გამოძიებას ჩვენებაც კი მისცა ამ საქმესთან დაკავშირებით 2023 წელს – მას შემდეგ, როცა სტრასბურგის სასამართლომ 2020 წელს დაადგინა ამ საქმეზე არაერთი მუხლის დარღვევა. სარჩელში, რომლითაც პარტიების აკრძალვას აპირებს „ოცნება“ ეს წერია „როინ შავაძის საქმის“ შესახებ: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემა, იმავე პერიოდში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო. ყოველივე ეს დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით,“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“მე უნდა ამკრძალოს მოსამართლემ, რომელიც პროკურორი იყო ენმ–ის დროს?” – ანა წითლიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები