ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს პროკურორი იყო, ახლა კი პარტიების გაუქმებას იხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც როინ შავაძის მკვლელობისას აჭარის პროკურორი იყო, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ინტერესთა კონფლიქტის არსებობას უარყოფს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას მთავარი პროკურორის მოადგილე და აჭარის პროკურორი იყო, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.
ცნობილია, რომ სარჩელში, რომლითაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, ერთ-ერთ მტკიცებულებად მოყვანილია „სერჟანტ როინ შავაძის საქმე“.
შავაძის მკვლელობის გამოძიების დროს აჭარის პროკურორი სწორედ ვასილ როინიშვილი იყო. მან გამოძიებას ჩვენებაც კი მისცა ამ საქმესთან დაკავშირებით 2023 წელს – მას შემდეგ, როცა სტრასბურგის სასამართლომ 2020 წელს დაადგინა ამ საქმეზე არაერთი მუხლის დარღვევა.
ვასილ როინიშვილი, კამერებთან ამტკიცებს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.