ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ყაზბეგის" საბაჟოზე ₾190 000-ის 898 გრამი დაუდეკლარირებელი ოქროს ნაკეთობების შემოტანა აღიკვეთა | RS

შემოსავლების სამსახურიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ ბოლო ერთ თვეში თითქმის 190 ათასი ლარის ღირებულების 898 გრამი დაუდეკლარირებელი ოქროს შემოტანის 13 ფაქტი აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 5 პირის საქმე საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 8 პირს ჯამში 82 714 ლარის ჯარიმა შეეფარდა.

"ყაზბეგის" საბაჟოზე ₾190 000-ის 898 გრამი დაუდეკლარირებელი ოქროს ნაკეთობების შემოტანა აღიკვეთა | RS
"ყაზბეგის" საბაჟოზე ₾190 000-ის 898 გრამი დაუდეკლარირებელი ოქროს ნაკეთობების შემოტანა აღიკვეთა | RSBM.GE

ბოლო ერთ თვეში, საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 13 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 898 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 189 715 ლარი იყო.

5 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 8 კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 82 714 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სგპ „ქუთაისის აეროპორტში“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები