[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
21 წლის ქართველმა მებრძოლმა საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში გამართულ RAF-ის ტურნირზე ლეგენდარული ამერიკელი ურაია ფეიბერი ანგარიშით 12:7 დაამარცხა. ლაზიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას 2:5-ს წაგება შემოატრიალა და გამარჯვება მოიპოვა.
21 წლის საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ში (RAF) სადებიუტო ბრძოლაში ლეგენდარული ამერიკელი ურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.
ქართველი სპორტსმენს შეხვედრა გუშინ, აბუ-დაბის საპატიმროს დატოვების შემდეგ ჩაენიშნა - მას მოსამზადებლად მხოლოდ 1 დღე ჰქონდა.
საბა 2:5-ს მარცხდებოდა, თუმცა შეუპოვარი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა და გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ გამარჯვება მოიპოვა მერაბ დვალიშვილმაც, "მანქანამ" მარლონ მორაესი 4:2 დაამარცხა.
მალე ტატამზე კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, გიგა ჭიკაძეს ვიხილავთ, რომელიც ზაბიტ მაგომედშარიფოვს დაუპირისპირდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…