ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი პაპაშვილის დედა - ჩემი შვილი დამნაშავეა, მაგრამ ისე არა, რა განაჩენიც გამოუტანეს - კაცია და იმიტომ აღიარებს, ჩუჩელა არ არის!

22 წლის თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი პაპაშვილს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, რასაც მისი დედა არ ეთანხმება და განაჩენის გასაჩივრებას აანონსებს.

22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი პაპაშვილის დედა - ჩემი შვილი დამნაშავეა, მაგრამ ისე არა, რა განაჩენიც გამოუტანეს - კაცია და იმიტომ აღიარებს, ჩუჩელა არ არის!
22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი პაპაშვილის დედა - ჩემი შვილი დამნაშავეა, მაგრამ ისე არა, რა განაჩენიც გამოუტანეს - კაცია და იმიტომ აღიარებს, ჩუჩელა არ არის!ინტერპრესნიუსი

კაცია და იმიტომ აღიარებს, ჩუჩელა არ არის! - ამის შესახებ ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი პაპაშვილის დედამ, ლეილა დეკანოიძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მსჯავრდებულის დედა მიიჩნევს, რომ მის შვილს მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯა არ ეკუთვნოდა და ეს ჟურნალისტების ტყუილების დამსახურებაა.

„გავასაჩივრებთ, რადგან ჩემი შვილი არ არის იმ მუხლით გასამართლებული, რაც მას ეკუთვნის. ეს არ ეკუთვნოდა, ალბათ, წლები - 20-მდე. 20 წელი მსუბუქია? ასე პუბლიკანტები რომ გახდით, იმიტომ მიუსაჯეს ჩემს შვილს. ჩემი შვილი დამნაშავეა, ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ, მეც დედა ვარ, დამნაშავეა, მაგრამ ისე არა, რა განაჩენიც გამოუტანეს. ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

როგორ გეკადრებათ, დღესაც რომ გამოუშვან, ჩემს შვილს უკან დავაბრუნებ, მე ის დედა არ ვარ. თქვენი ბევრი ტყუილის გამოა ეს, ბევრი ტყუილი გაქვთ ნათქვამი! კაცია და იმიტომ აღიარებს, ჩუჩელა არ არის!" - განაცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

პაპაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს, მოგვიანებით საერთაშორისო ძებნაში მყოფი, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი დააკავეს.

თუმცა, მასთან ერთად გაქცეული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში უკვე მსჯავრდებული ბაირამ ალი გსეინოვი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

მომხდართან დაკვაშირებით უკვე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და მსჯავრდებულები არიან მოკლულის მეგობრები, რომლებიც ასევე მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ.

მსჯავრდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.

ბაირამ ალი გუსეინოვს დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლუკა გვენეტაძეს - 5 წლით, საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს კი, 4,3-4,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გავასაჩივრებთ, რადგან ჩემი შვილი არ არის იმ მუხლით გასამართლებული, რაც მას ეკუთვნის. ეს არ ეკუთვნოდა, ალბათ, წლები - 20-მდე. 20 წელი მსუბუქია? ასე პუბლიკანტები რომ გახდით, იმიტომ მიუსაჯეს ჩემს შვილს. ჩემი შვილი დამნაშავეა, ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ, მეც დედა ვარ, დამნაშავეა, მაგრამ ისე არა, რა განაჩენიც გამოუტანეს. ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. როგორ გეკადრებათ, დღესაც რომ გამოუშვან, ჩემს შვილს უკან დავაბრუნებ, მე ის დედა არ ვარ. თქვენი ბევრი ტყუილის გამოა ეს, ბევრი ტყუილი გაქვთ ნათქვამი! კაცია და იმიტომ აღიარებს, ჩუჩელა არ არის!“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ლევან ვეფხვაძე - ბრალდების მხარის გაოცება დაიწყო გიორგი პაპაშვილის დაკითხვით და გამძაფრდა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის დროს წარმოთქმული არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით - მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები