ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წამებით მოკლული თაზო მთვილიშვილის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება - პაპაშვილი ვერდიქტის მოლოდინშია

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის თაზო მთივლიშვილის წამებით მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საქმეზე განაჩენს ელიან — მოკლულის ოჯახი უვადო პატიმრობას ითხოვს. გამოძიების ვერსიით, თავდასხმის მოტივი საშაურმეებიდან კრიმინალური ავტორიტეტებისთვის ე.წ. „საერთოს“ აკრეფაზე უარი გახდა.

წამებით მოკლული თაზო მთვილიშვილის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება - პაპაშვილი ვერდიქტის მოლოდინშია
წამებით მოკლული თაზო მთვილიშვილის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება - პაპაშვილი ვერდიქტის მოლოდინშიაTV პირველი

საკუთარ დაბადების დღეზე წამებით მოკლული 22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინშია - გიორგი პაპაშვილის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება.

დასკვნითი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს.

22 წლის მეშაურმის ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ოჯახის პოზიციით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა თაზო მთივლიშვილი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი, სამზარეულოს ხის დაფა რამდენჯერმე ჩაარტყა თავში და მოკლა.

გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯერ ჯგუფურად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ცხედარი ბინაში ჩაკეტეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად თბილისის საშაურმეებიდან ე.წ. „საერთოს“ შეგროვება სახელდება. თანამშრომლებს აიძულებდნენ, შემოსავლის ნაწილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისთვის გადაეხადათ. გამოძიების ვერსიით, თამაზ მთივლიშვილი სწორედ ამ ჯგუფს დაუპირისპირდა.

საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი დანაშაულის შემდეგ საქართველოდან რუსეთში გაიქცა. მოგვიანებით ის დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ახლა ბრალდებული განსასჯელის სკამზეა და მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ცენტრში მდებარე საშაურმის რეკეტი, ფულის მოპარვის სქემა, ანგარიშსწორება და ფსიქოლოგიური ტერორი - რატომ გაიმეტეს 23 წლის თაზო მთივლიშვილი მოსაკლავად?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები