ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თაზო მთივლიშვილის წამებით მკვლელობისთვის რუსეთიდან ექსტრადირებულ გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯესTV პირველი

წამებით მოკლული თაზო მთივლიშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - რუსეთიდან ექსტრადირებული გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

22 წლის მეშაურმის ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ოჯახის პოზიციით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა თაზო მთივლიშვილი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი, სამზარეულოს ხის დაფა რამდენჯერმე ჩაარტყა თავში და მოკლა.

გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯერ ჯგუფურად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ცხედარი ბინაში ჩაკეტეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად თბილისის საშაურმეებიდან ე.წ. „საერთოს“ შეგროვება სახელდება. თანამშრომლებს აიძულებდნენ, შემოსავლის ნაწილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისთვის გადაეხადათ. გამოძიების ვერსიით, თამაზ მთივლიშვილი სწორედ ამ ჯგუფს დაუპირისპირდა.

საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი დანაშაულის შემდეგ საქართველოდან რუსეთში გაიქცა. მოგვიანებით ის დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ახლა ბრალდებული განსასჯელის სკამზეა და მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ცენტრში მდებარე საშაურმის რეკეტი, ფულის მოპარვის სქემა, ანგარიშსწორება და ფსიქოლოგიური ტერორი - რატომ გაიმეტეს 23 წლის თაზო მთივლიშვილი მოსაკლავად?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები