ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი პაპაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება საქართველოს პროკურატურა.

თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა
თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯარუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მისსავე მფლობელობაში არსებულ ბინაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ მთივლიშვილს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, ასევე, ბოსტნეულის საჭრელი ხის დაფა ძლიერად ჩაარტყა თავში. აღნიშნულის შემდეგ წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ მთივლიშვილზე ბრალდებულმა კვლავ იძალადა ფიზიკურად, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რის შედეგადაც თამაზ მთივლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

"2026 წლის 2 თებერვალს ბრალდებული ექსტრადირებულ იქნა საქართველოში. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2026 წლის 2 თებერვალს ბრალდებული ექსტრადირებულ იქნა საქართველოში. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“
„ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
წამებით მოკლული თაზო მთვილიშვილის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება - პაპაშვილი ვერდიქტის მოლოდინშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები