პროკურატურა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურა საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მისსავე მფლობელობაში არსებულ ბინაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ მთივლიშვილს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, ასევე, ბოსტნეულის საჭრელი ხის დაფა ძლიერად ჩაარტყა თავში. აღნიშნულის შემდეგ წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ მთივლიშვილზე ბრალდებულმა კვლავ იძალადა ფიზიკურად, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რის შედეგადაც თამაზ მთივლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
2026 წლის 2 თებერვალს ბრალდებული ექსტრადირებულ იქნა საქართველოში. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსი22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი პაპაშვილის დედა - ჩემი შვილი დამნაშავეა, მაგრამ ისე არა, რა განაჩენიც გამოუტანეს - კაცია და იმიტომ აღიარებს, ჩუჩელა არ არის!
- ინტერპრესნიუსისაშაურმის თანამშრომლის, მოკლული თამაზ მთივლიშვილის დედა - უვადო პატიმრობის განაჩენი არის სამართლიანი გადაწყვეტილება, სწორედ ამისთვის ვიბრძოდი, ამისთვის მოვედი დღემდე! - დამნაშავე ვერსად წაუვა მართლმსაჯულებას
- რუსთავი 2თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა
- ინტერპრესნიუსითამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი - გიორგი პაპაშვილის ქმედება განსაკუთრებულ სისასტიკედ არ უნდა შეფასებულიყო - განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ
- ინტერპრესნიუსიპროკურორი - გიორგი პაპაშვილი 6 საათის განმავლობაში ახორციელებდა ძალადობას, რამაც თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალება გამოიწვია, ამ მდგომარეობაში მყოფი დაკეტილ სახლში დატოვა და წავიდა - ერთადერთი ადეკვატური სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა იყო
- რადიო თავისუფლებაუვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
ციტატები სტატიიდან
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მისსავე მფლობელობაში არსებულ ბინაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ მთივლიშვილს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, ასევე, ბოსტნეულის საჭრელი ხის დაფა ძლიერად ჩაარტყა თავში. აღნიშნულის შემდეგ წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ მთივლიშვილზე ბრალდებულმა კვლავ იძალადა ფიზიკურად, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რის შედეგადაც თამაზ მთივლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. 2026 წლის 2 თებერვალს ბრალდებული ექსტრადირებულ იქნა საქართველოში. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.