ლევან ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს, სადაც მმართველი გუნდის სარჩელის საფუძველზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ლევან ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს - "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებლის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველი(პარტიების აკრძალვა) კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებაზე უარესი რამ არის - ლევან ცუცქირიძე
- ალიალევან ცუცქირიძე სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
- ინტერპრესნიუსილევან ცუცქირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის დაწყებამდე, მოსამართლეებს მიმართა, გამოიყენონ შანსი იმისა, რომ „ჯერ მათ მომავალი დაწერილი არ არის“, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.