პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ცუცქირიძე სასამართლოს სხდომიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოთავისუფლების მოედანისაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევა. სასამართლოში 88 დეპუტატის სარჩელის საფუძველზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საკითხის განხილვა დაიწყო.

ლევან ცუცქირიძე სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
ალია

ლევან ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს – “თავისუფლების მოედნის” დამფუძნებლის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიიღო.

„ვიღაცის მომავალი დაწერილია და თქვენი ჯერ არა“, – მოუწოდა მოსამართლეებს ლევან ცუცქირძემ დარბაზიდან გაყვანამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციური(პარტიების აკრძალვა) კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებაზე უარესი რამ არის - ლევან ცუცქირიძე
  2. TV პირველიოპოზიციურილევან ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურილევან ცუცქირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის დაწყებამდე, მოსამართლეებს მიმართა, გამოიყენონ შანსი იმისა, რომ „ჯერ მათ მომავალი დაწერილი არ არის“, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები