ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოსთან - თენგიზ შარმანაშვილმა ლევან ცუცქირიძეს "ქაჯი" უწოდა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებათავისუფლების მოედანისაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა იწყება, „ოცნების“ დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილსა და „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელ ლევან ცუცქირიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოსთან - თენგიზ შარმანაშვილმა ლევან ცუცქირიძეს "ქაჯი" უწოდა
ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოსთან - თენგიზ შარმანაშვილმა ლევან ცუცქირიძეს "ქაჯი" უწოდაTV პირველი

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ოპოიზიციური პარტიებსი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა იწყება

სასამართლოს შენობაში შესვლისას, "ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელს, ლევან ცუცქირიძეს "ქაჯი" უწოდა.

"ქაჯობა ის არის, რასაც აკეთებთ და გრცხვენოდეთ ყველას, არ დაავიწყდა ეს არავის", - უპასუხა ცუცქირიძემ შარმაშაშვილს.

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს.

არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელის განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარალელურ რეჟიმში სასამართლოს ოფიციალურ „იუთუბ“ არხზეც განხორციელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სარჩელის განხილვა აქციის ფონზე მოუწევთ - სასამართლოს შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. სწორედ ამიტომ ადგილზე დილიდან უამრავი სამართალდამცველია მობილიზებული.

ასევე შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტებისთვის - მედიას დღეს სხდომათა დარბაზში არ შეუშვებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქაჯი“
თენგიზ შარმანაშვილი
„ქაჯობა ის არის, რასაც აკეთებთ და გრცხვენოდეთ ყველას, არ დაავიწყდა ეს არავის“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მოქალაქეები დილიდან იკრიბებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები