ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია - შსს
შსს-ს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, რომელთაგან 62 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული. პოლიციამ ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, იარაღი და სავარაუდოდ რეალიზაციით მიღებული ფული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დაკავდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულთაგან 62 პირი ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული.
შსს-ს განცხადებით, ბრალდებულებს შორის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად გასცემდნენ. უწყების ცნობით, რეალიზაციისთვის ისინი სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, როგორც უშუალოდ, „ხელიდან ხელში“ გადაცემით, ისე ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. გარდა ამისა, ნარკოტიკებს წინასწარ შერჩეულ სამალავებში (ე.წ. ლოკაციებზე) ათავსებდნენ, ხოლო შესაბამის კოორდინატებსა და ფოტოებს მყიდველებს უგზავნიდნენ.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების, პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „კოკაინი“, „მეთადონი“, „ჰეროინი“, „ალფა-პვპ“, „ამფეტამინი“, „პრეგაბალინი“, „მარიხუანა“ და სხვა.
პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკების დაფასოების მასალები, ელექტრონული სასწორები, სავარაუდოდ, რეალიზაციით მიღებული თანხა, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს (260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 25-260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე), რაც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გასაღებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ეხება. ქმედება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს
სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა და აღკვეთილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გავრცელების ფაქტები - დაკავებულია 142 პირი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 142 ადამიანი, რომელთაგანაც 62 ნარკორეალიზაციაშია ჩართული - შსს-ს მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…