პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია, — აცხადებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, იარაღი და თანხა.

მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირია, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

დავით კიკნაძის თქმით, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდნენ.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და გავრცელების მიზნით, ბრალდებულები სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. კერძოდ, ნარკოტიკების რეალიზაციას ახორციელებდნენ როგორც უშუალოდ, ხელიდან ხელში გადაცემის გზით, ასევე ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით.

გარდა ამისა, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს წინასწარ შერჩეულ ადგილებში ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვების, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის "კოკაინი", "მეთადონი", "ჰეროინი", "ალფა-პვპ", "ამფეტამინი", "პრეგაბალინი", "მარიხუანა" და სხვა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრონული სასწორები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 25-260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების გამოვლენა, ნარკორეალიზაციის ფაქტების აღკვეთა და დანაშაულში მონაწილე პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა.

ამ მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
  2. TV პირველიოპოზიციურისპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს
  3. BM.GEოპოზიციურინარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია - შსს
  4. ალიაოპოზიციურისპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს
  5. POSTVსამთავრობოსამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
  6. რუსთავი 2სამთავრობოგაშიფრული დანაშაულებრივი სქემა და აღკვეთილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გავრცელების ფაქტები - დაკავებულია 142 პირი
  7. იმედინიუსისამთავრობონარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 142 ადამიანი, რომელთაგანაც 62 ნარკორეალიზაციაშია ჩართული - შსს-ს მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები