ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა და აღკვეთილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გავრცელების ფაქტები - დაკავებულია 142 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, ცეცხლსასროლი იარაღი და სავარაუდოდ რეალიზაციით მიღებული თანხა ამოიღეს.

ნარკოტიკს წინასწარ შერჩეულ სამალავებში დებდნენ, გასავრცელებლად ინტერნეტ აპლიკაციებს და ფეისბუქის დახურულ ჯგუფებს იყენებდნენ, ხშირად კლიენტებს პირადად ხვდებოდნენ და ნარკოტიკს ხელიდან ხელში გადასცემდნენ - ამ სქემით, ნარკოდანაშაულში ჩართული 142 პირი მოქმედებდა.

ყველა მათგანი იდენტიფიცირებული და დაკავებულია - გაშიფრულია დანაშაულებრივი სქემა და აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გავრცელების ფაქტები. საპოლიციო ღონისძიება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს ფონიჭალაში მცხოვრები 44 წლის მამაკაცი. "კურიერის" ინფორმაციით, ის ჰეროინს და მეთადონს ასაღებდა. ბრალდებულის მამა ამბობს, რომ ოჯახმა დანაშაულის შესახებ მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს შეიტყო.

კოკაინი, ჰეროინი, მეთადონი, ალფაპევეპე, ამფეტამინი, პრეგაბალინი, ბუპრენორფინი, ემდეემაი, მარიხუანა - ეს იმ ნარკოტიკული საშუალებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომობილების ჩხრეკისას ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების დროს პოლიციამ რეალიზაციის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მოიპოვა, საუბარია თანხაზე, რომელიც კონკრეტულმა პირებმა, სავარაუდოდ ნარკოტიკების გასაღების შედეგად აიღეს. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღებიც ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა მოსამართლეს, დაკავებულების მიმართ, 2 თვიანი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გაშიფრულია ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის სქემა - დაკავებულია 2 ნარკორეალიზატორიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები