პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათგან 62-ს ნარკორეალიზაციას ედავებიან. შსს-ს ცნობით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, იარაღი და სავარაუდოდ უკანონოდ მიღებული თანხა.

ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
იმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურ საპოლიციო ღონისძიებებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირია.

დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდნენ.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და გავრცელების მიზნით, ბრალდებულები სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. კერძოდ, ნარკოტიკების რეალიზაციას ახორციელებდნენ როგორც უშუალოდ, ხელიდან ხელში გადაცემის გზით, ასევე ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით.

გარდა ამისა, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს წინასწარ შერჩეულ ადგილებში ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვების, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის „კოკაინი“, „მეთადონი“, „ჰეროინი“, „ალფა-პვპ“, „ამფეტამინი“, „პრეგაბალინი“, „მარიხუანა“ და სხვა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრონული სასწორები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 25-260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების გამოვლენა, ნარკორეალიზაციის ფაქტების აღკვეთა და დანაშაულში მონაწილე პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა.

ამ მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
  2. TV პირველიოპოზიციურისპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს
  3. BM.GEოპოზიციურინარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია - შსს
  4. ალიაოპოზიციურისპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს
  5. POSTVსამთავრობოსამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
  6. რუსთავი 2სამთავრობოგაშიფრული დანაშაულებრივი სქემა და აღკვეთილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გავრცელების ფაქტები - დაკავებულია 142 პირი
  7. იმედინიუსისამთავრობონარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 142 ადამიანი, რომელთაგანაც 62 ნარკორეალიზაციაშია ჩართული - შსს-ს მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - სამართალდამცველებმა​ 5 პირი​ დააკავეს, მათ შორის საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები