ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის სენატის წევრი: არც ერთ ქვეყანას, იქნება ეს მეგობარი, კონკურენტი, თუ მტერი, არაფერი ესაქმება ჩვენს არჩევნებთან, ამდენად, აუცილებელია საკანონმდებლო და სისხლის სამართლებრივი არსენალის გაძლიერება ამ ჩარევებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და მათი ავტორების დასასჯელად

საფრანგეთის სენატმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო. სენატორ ლუიკ კერვრანის განცხადებით, არცერთ ქვეყანას არაფერი ესაქმება მათ არჩევნებთან და აუცილებელია სამართლებრივი არსენალის გაძლიერება ჩარევებისა და დეზინფორმაციის აღსაკვეთად.

არც ერთ ქვეყანას, იქნება ეს მეგობარი, კონკურენტი, თუ მტერი, არაფერი ესაქმება ჩვენს არჩევნებთან, - განაცხადა საფრანგეთის სენატის წევრმა, „დამოუკიდებლები - რესპუბლიკა და ტერიტორიები“ (LIRT) პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ლუიკ კერვრანმა სენტში გამართულ განხილვაზე.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, აუცილებელია საკანონმდებლო და სისხლის სამართლებრივი არსენალის გაძლიერება ამ ჩარევებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და მათი ავტორების დასასჯელად.

„გვსურს საარჩევნო ყუთებთან პატიოსან ბრძოლაში დავამარცხოთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და როგორიც არ უნდა იყოს მათი პოლიტიკური შეხედულებები. არც ერთ ქვეყანას, იქნება ეს მეგობარი, კონკურენტი, თუ მტერი, არაფერი ესაქმება ჩვენს არჩევნებთან, ამდენად, აუცილებელია საკანონმდებლო და სისხლის სამართლებრივი არსენალის გაძლიერება ამ ჩარევებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და მათი ავტორების დასასჯელად“, - აღნიშნა სენატორმა.

საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში, სენატის კომიტეტმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტი დაამტკიცა - დოკუმენტი არჩევნების დროს ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 3-წლიან პატიმრობას და 45 000 ევროს ჯარიმას ითვალისწინებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები