გარკვეული უცხო სახელმწიფოები ცდილობენ, საფრანგეთის მოქალაქეებს ჩვენი დემოკრატიული სისტემისადმი ნდობა შეურყიონ - ისინი იყენებენ ჩვენს შიდა განხეთქილებებს, ჩრდილს აყენებენ ინსტიტუტებს და თესავენ ეჭვს - ოლივიე კადიკი
საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე სასჯელის გასამმაგებას — 6 წლამდე პატიმრობასა და 45 000 ევროს ჯარიმას ითვალისწინებს. სენატორ ოლივიე კადიკის განცხადებით, უცხო ქვეყნები დემოკრატიის შიგნიდან დანგრევას ცდილობენ.
საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.
კანონპროექტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნა. სამი მუხლისგან შემდგარი კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო კონტექსტში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის გასამმაგებას ითვალისწინებს. კერძოდ, დამრღვევს შესაძლოა, 3-დან 6 წლამდე პატიმრობა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დაჩქარებული სამართლებრივი პროცედურის შემოღებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესებისთვის საზიანო ყალბი ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა.
სენატორი ოლივიე კადიკი აცხადებს, რომ უცხო სახელმწიფოები ცდილობენ, ნდობა შეურყიონ მოქალაქეებს დემოკრატიული სისტემის მიმართ.
"გარკვეული უცხო სახელმწიფოები ცდილობენ, მოქალაქეებს ჩვენი დემოკრატიული სისტემისადმი ნდობა შეურყიონ. ისინი იყენებენ ჩვენს შიდა განხეთქილებებს, ჩრდილს აყენებენ ინსტიტუტებს და თესავენ ეჭვს, რათა დემოკრატია შიგნიდან დაანგრიონ. ზოგჯერ ეროვნული პოლიტიკოსებიც მათ წისქვილზე ასხამენ წყალს, ოპორტუნიზმისა თუ ცინიზმის გამო, ან საკუთარი პოლიტიკური ბანაკის სასარგებლოდ, ბრალდებების გადაუმოწმებლად გავრცელებით, ისინი ხელს უწყობენ იმ ნდობის შესუსტებას, რომელიც ჩვენს დემოკრატიას ასე სჭირდება. ამდენად, ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგია - ვებრძოლოთ უცხო ოპერაციებს და უარი ვთქვათ მათი გამტარის როლის შესრულებაზე", - აცხადებს ოლივიე კადიკი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსისაფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს
- იმედინიუსისაფრანგეთის სენატის წევრი: არც ერთ ქვეყანას, იქნება ეს მეგობარი, კონკურენტი, თუ მტერი, არაფერი ესაქმება ჩვენს არჩევნებთან, ამდენად, აუცილებელია საკანონმდებლო და სისხლის სამართლებრივი არსენალის გაძლიერება ამ ჩარევებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და მათი ავტორების დასასჯელად
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.