პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფრანგმა სენატორებმა კომიტეტის დონეზე მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც უცხოურ ჩარევებთან და გავლენებთან ბრძოლას ისახავს მიზნად - დეზინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას

ფრანგმა სენატორებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელებაზე სასჯელი სამჯერ იზრდება და 3 წლამდე პატიმრობას ან 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. ინიციატივა ასევე ქვეყნის ინტერესების დამზიანებელი ყალბი ცნობების დაჩქარებულ წაშლას აწესებს.

ფრანგმა სენატორებმა კომიტეტის დონეზე მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც უცხოურ ჩარევებთან და გავლენებთან ბრძოლას ისახავს მიზნად - დეზინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას
იმედინიუსი

ფრანგმა სენატორებმა კომიტეტის დონეზე მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც უცხოურ ჩარევებთან და გავლენებთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

წარდგენილი ინიციატივა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს.

საარჩევნო კონტექსტში დეზინფორმაციის გავრცელებაზე სასჯელი სამჯერ იზრდება - პასუხისმგებლობა ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას.

იქმნება სპეციალური დაჩქარებული სასამართლო პროცედურა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება იმ ყალბი ცნობების წაშლა, რომლებიც ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს აზიანებს. კანონპროექტის თანახმად, ეს ეხება „აშკარად არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან განცხადებებს“, რომლებიც გავრცელებულია „ხელოვნური ან ავტომატიზებული“ საშუალებებით.

დოკუმენტს სენატის პლენარულ სხდომაზე სამშაბათს, 20 ოქტომბერს განიხილავენ, რის შემდეგაც მას განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაუგზავნიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთში, სენატის კომიტეტმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტი დაამტკიცა - დოკუმენტი არჩევნების დროს ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 3-წლიან პატიმრობას და 45 000 ევროს ჯარიმას ითვალისწინებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის სენატის წევრი: არც ერთ ქვეყანას, იქნება ეს მეგობარი, კონკურენტი, თუ მტერი, არაფერი ესაქმება ჩვენს არჩევნებთან, ამდენად, აუცილებელია საკანონმდებლო და სისხლის სამართლებრივი არსენალის გაძლიერება ამ ჩარევებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და მათი ავტორების დასასჯელადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები