პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში, სენატის კომიტეტმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტი დაამტკიცა - დოკუმენტი არჩევნების დროს ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 3-წლიან პატიმრობას და 45 000 ევროს ჯარიმას ითვალისწინებს

საფრანგეთის სენატის კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არჩევნების პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის 3-წლიან პატიმრობასა და 45 000 ევროს ჯარიმას ითვალისწინებს. დოკუმენტი ასევე აჩქარებს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ყალბი ცნობების წაშლის პროცედურას.

საფრანგეთში, სენატის კომიტეტმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტი დაამტკიცა - დოკუმენტი არჩევნების დროს ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 3-წლიან პატიმრობას და 45 000 ევროს ჯარიმას ითვალისწინებს
რუსთავი 2

სენატორებმა კომიტეტის დონეზე დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

კანონპროექტი ითვალისწინებს არჩევნების პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის დაწესებული სასჯელის გასამმაგებას - კერძოდ, სასჯელი გაიზრდება 3-წლიან პატიმრობამდე და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმამდე.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია სამართლებრივი პროცედურის დაჩქარება იმ ყალბი ინფორმაციის წასაშლელად, რომელიც ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს აზიანებს.

კანონპროექტის თანახმად, ეს წესი გავრცელდება ისეთ "ბრალდებებზე (...) რომლებიც აშკარად არასწორი ან შეცდომაში შემყვანია" და რომლებიც "ხელოვნური ან ავტომატიზებული" გზით ვრცელდება.

კანონპროექტის სენატში განხილვა, ვიდრე მას ეროვნულ ასამბლეას გადასცემენ, 20 ოქტომბერს იგეგმება.

საგარეო საქმეთა კომიტეტის მომხსენებელმა რაშიდ ტემალმა (სოციალისტური პარტია) კანონპროექტი შეაფასა, როგორც "საჭირო", თუმცა აღნიშნა, რომ ის "ზედმეტად შეზღუდულია იმ ფონზე, როდესაც გარე ჩარევა უკვე დადასტურებულია".

"კანონპროექტი დამტკიცდება, რადგან ამ საკითხზე ეროვნული ერთიანობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ჩვენ შეგვეძლო უფრო შორს წავსულიყავით", - დასძინა მან.

სენატის იურიდიულმა კომიტეტმა თავის ანგარიშში ასევე გამოთქვა სინანული კანონპროექტის "ძალიან შეზღუდული მოცვის" გამო, "საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოფრანგმა სენატორებმა კომიტეტის დონეზე მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც უცხოურ ჩარევებთან და გავლენებთან ბრძოლას ისახავს მიზნად - დეზინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის სენატის წევრი: არც ერთ ქვეყანას, იქნება ეს მეგობარი, კონკურენტი, თუ მტერი, არაფერი ესაქმება ჩვენს არჩევნებთან, ამდენად, აუცილებელია საკანონმდებლო და სისხლის სამართლებრივი არსენალის გაძლიერება ამ ჩარევებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და მათი ავტორების დასასჯელადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები