ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა ქვეყნის დემოკრატიის დასაცავად - საფრანგეთის სენატმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საფრანგეთის სენატმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო, რომელიც პატიმრობას, ჯარიმებსა და უცხოური ფინანსების ბლოკირებას ითვალისწინებს. თბილისში მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯმა ქართული კანონმდებლობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის უსაფუძვლობა გააშიშვლა.

მრავალწლიანი პატიმრობა, სოლიდური ჯარიმები და უცხოური ფინანსური ნაკადების სრული ბლოკირება - ემანუელ მაკრონის ხელისუფლება ქვეყნის შიდა საქმეებსა და არჩევნებში გარე ჩარევის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას გეგმავს.

ფრანგი სენატორები დემოკრატიული ინსტიტუტების მთავარ საფრთხედ საარჩევნო მანიპულაციებს ასახელებენ და პოლიტიკურ პროცესებში ნებისმიერი უცხო ქვეყნის, მათ შორის მოკავშირეების მონაწილეობას კატეგორიულად კრძალავენ.

თბილისში მიაჩნიათ, რომ საფრანგეთის საკანონმდებლო ინიციატივამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების პოზიციის სისწორე და საბოლოოდ გააშიშვლა ის უსაფუძვლო კამპანია, რომელიც ქართული კანონმდებლობის წინააღმდეგ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.

ნინი გოგიშვილის სიუჟეტი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები