ზაალ ანჯაფარიძე ტურიზმის სტატისტიკაზე: როდესაც საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, გეხსომებათ რამდენი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, გამოხდა ხანი და პარტნიორობამ პირველი ნაყოფები გამოიღო
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ჩინეთთან პარტნიორობამ პირველი შედეგი გამოიღო და 9 თვეში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტებმა 100 ათასს გადააჭარბა. მისი თქმით, ეს ქვეყანაში მყარი ვალუტის შემოსვლას, ახალ ადამიანურ კონტაქტებსა და ბიზნესკავშირებს ნიშნავს.

9 თვეში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რითაც ქვეყანაში ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტების ზრდის სტატისტიკას ეხმიანება. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, აღნიშნული ზრდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის კონკრეტულ შედეგებზე მიუთითებს.
"როგორც ანალიტიკოსი, ვცდილობ რომ აუდიტორიას მხოლოდ მშრალი ციფრებით არ ვესაუბრო, არამედ გავაკეთო ისე, რომ ციფრები ალაპარაკდნენ და რაც მთავარია მათ კონტექსტი აჩვენონ.
როდესაც საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, გეხსომებათ რამდენი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, მათ შორის ტაივანიდან მსუყედ დაფინანსებული.
გამოხდა ხანი და პარტნიორობამ პირველი ნაყოფები გამოიღო. ბოლო 9 თვეში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. 2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ჩინეთიდან 119,081 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.6%-ით, +22,748 ვიზიტით მეტია. ეს ნიშნავს საქართველოში შემოსულ მყარ ვალუტას (ჩინელებზე ვერ იტყვი რომ კარგი მხარჯველები არ არიან), ეს ნიშნავს უამრავ ახალ ადამიანურ (people to people) კონტაქტს, ახალ ბიზნეს კავშირებს და რა თქმა უნდა ცნობიერ და ემოციურ დაკავშირებადობას, რასაც ფულით ვერ გაზომავ.
მაქვს სრული საფუძველი ვიფიქრო რომ მომავალში ეს ციფრები სერიოზულად გაიზრდება. მთავარია ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიზაალ ანჯაფარიძე ტურიზმის სტატისტიკაზე: როდესაც საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, გეხსომებათ რამდენი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, გამოხდა ხანი და პარტნიორობამ პირველი ნაყოფები გამოიღო
- POSTV„როდესაც საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, გეხსომებათ რამდენი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, გამოხდა ხანი და პარტნიორობამ პირველი ნაყოფები გამოიღო“ – ზაალ ანჯაფარიძე ტურიზმის სტატისტიკაზე
ციტატები სტატიიდან
„როგორც ანალიტიკოსი, ვცდილობ რომ აუდიტორიას მხოლოდ მშრალი ციფრებით არ ვესაუბრო, არამედ გავაკეთო ისე, რომ ციფრები ალაპარაკდნენ და რაც მთავარია მათ კონტექსტი აჩვენონ. როდესაც საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, გეხსომებათ რამდენი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, მათ შორის ტაივანიდან მსუყედ დაფინანსებული. გამოხდა ხანი და პარტნიორობამ პირველი ნაყოფები გამოიღო. ბოლო 9 თვეში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. 2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ჩინეთიდან 119,081 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.6%-ით, +22,748 ვიზიტით მეტია. ეს ნიშნავს საქართველოში შემოსულ მყარ ვალუტას (ჩინელებზე ვერ იტყვი რომ კარგი მხარჯველები არ არიან), ეს ნიშნავს უამრავ ახალ ადამიანურ (people to people) კონტაქტს, ახალ ბიზნეს კავშირებს და რა თქმა უნდა ცნობიერ და ემოციურ დაკავშირებადობას, რასაც ფულით ვერ გაზომავ. მაქვს სრული საფუძველი ვიფიქრო რომ მომავალში ეს ციფრები სერიოზულად გაიზრდება. მთავარია ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.