ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა…ყველას, ვისაც კონტაქტი გქონდათ, დროულად მიმართეთ რაბიოლოგს” – სეს-ი

სურსათის ეროვნული სააგენტო

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხოველთან კონტაქტი ათეულობით ადამიანს ჰქონდა, უწყება მოქალაქეებს დაუყოვნებლივ რაბიოლოგთან მიმართვისკენ მოუწოდებს.

,,რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა…ყველას, ვისაც კონტაქტი გქონდათ, დროულად მიმართეთ რაბიოლოგს” – სეს-ი
,,რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა…ყველას, ვისაც კონტაქტი გქონდათ, დროულად მიმართეთ რაბიოლოგს” – სეს-იალია

სურსათის ეროვნული სააგენტო რუსთავში ცოფის დადასტურებულ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს:

,,რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა!

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება რუსთავიდან თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის შესახებ, რომელიც მოკვდა.

მოქალაქის განმარტებით, მან ძაღლი იპოვნა 8 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერში, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო შემდეგ – სხვა კლინიკაში. ამავე დროს, სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკარგული ძაღლის შესახებ.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად ძაღლის პათოლოგიურ მასალაში დადასტურდა დაავადება ცოფი (გამოცდის ოქმი №10367/1).

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას – ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის პერიოდში ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა შავი ფერის ძაღლთან, რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული, დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციისა და შემდგომი მოქმედებების განსაზღვრის მიზნით.

სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, მათ შორის, რუსთავისა და თბილისის ვეტერინარული კლინიკების პერსონალს (კლინიკები:ზოოპლაზა – თბილისი, კოსტავას ქუჩა, ვეტჰაუსი – მიცკევიჩის 70 და რუსთავი – ვეტ სითი), რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიმართეს. აღნიშნულ კლინიკებში ჩატარდა სადეზინფექციო სამ,უშაოები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

გთხოვთ, გამოიჩინოთ გონიერება და დროულად მიმართოთ რაბიოლოგს.“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები