ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხოველებს დაკბენის კვალი არ ჰქონდათ. ინფექციის კერაში ტარდება სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის კარანტინის გამოცხადება და ვაქცინაცია.

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა
დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდარუსთავი 2

ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდათ. სურსათის ეროვნული სააგენტო ინფექციის კერაში ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, გატარდება დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები: დაავადების კერაში გამოცხადდება კარანტინი; ჩატარდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ⁠ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა; დაწესდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას ქვემო ქართლის დეპარტამენტის სპეციალისტები ჩაატარებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები