ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დმანისში კარანტინი გამოცხადდა

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ორ მსხვილფეხა პირუტყვს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა, რის გამოც დმანისში კარანტინი გამოცხადდა.

დმანისში კარანტინი გამოცხადდა
დმანისში კარანტინი გამოცხადდაალია

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების ტერიტორიაზე ორ მსხვილფეხა პირუტყვს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცხოველების მეპატრონეების განცხადებით, პირუტყვს სხეულზე დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამჟამად ინფექციის კერაში ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ.

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსთავში მიუსაფარ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას - ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის პერიოდში ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა შავი ფერის ძაღლთან, რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული, დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები