ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – სესი მოქალაქეებს აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, რომელთანაც სააგენტოს ცნობით ათეულობით ადამიანს ჰქონდა კონტაქტი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც ლეონიძის სკვერში ცხოველთან შეხება ჰქონდა, რაბიოლოგს ან სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ მიმართონ.

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – სესი მოქალაქეებს აფრთხილებს
რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – სესი მოქალაქეებს აფრთხილებსნეტგაზეთი

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

ძაღლი რუსთავიდან თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში იყო გადმოყვანილი და, როგორც სააგენტო ამბობს, მოკვდა.

„მოქალაქის განმარტებით, მან ძაღლი იპოვა 8 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერში, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო შემდეგ – სხვა კლინიკაში. ამავე დროს, სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკარგული ძაღლის შესახებ“, – წერია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას – ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის პერიოდში ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა შავი ფერის ძაღლთან, რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული, დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციისა და შემდგომი მოქმედებების განსაზღვრის მიზნით.

„სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, მათ შორის, რუსთავისა და თბილისის ვეტერინარული კლინიკების პერსონალს (კლინიკები: ზოოპლაზა – თბილისი, კოსტავას ქუჩა, ვეტჰაუსი – მიცკევიჩის 70 და რუსთავი – ვეტ სითი), რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიმართეს. აღნიშნულ კლინიკებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები“, – წერია განცხადებაში.

სააგენტო მოქალაქეებს სთხოვს, დროულად მიმართონ რაბიოლოგს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოქალაქის განმარტებით, მან ძაღლი იპოვა 8 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერში, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო შემდეგ – სხვა კლინიკაში. ამავე დროს, სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკარგული ძაღლის შესახებ“
„სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, მათ შორის, რუსთავისა და თბილისის ვეტერინარული კლინიკების პერსონალს (კლინიკები: ზოოპლაზა – თბილისი, კოსტავას ქუჩა, ვეტჰაუსი – მიცკევიჩის 70 და რუსთავი – ვეტ სითი), რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიმართეს. აღნიშნულ კლინიკებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,,რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა…ყველას, ვისაც კონტაქტი გქონდათ, დროულად მიმართეთ რაბიოლოგს” – სეს-იწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები