პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ხვდებიან

ლელონაციონალური მოძრაობაფედერალისტებიქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვისსაკონსტიტუციო სასამართლო

ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერები ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა „ქართული ოცნების“ მიერ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელია, რომლის განხილვაც 21 ოქტომბრიდან იწყება.

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ხვდებიან
პირველი არხი

ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებიან.

ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: ბადრი ჯაფარიძე („ლელო – ძლიერი საქართველო), ირაკლი ფავლენიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“), გიგა ბოკერია („ფედერალისტები“), ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებებისთვის“).

შეხვედრის თემა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელია.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვა 21 ოქტომბრიდან იწყება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიპოლიტიკური პარტიების აკრძალვა - ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან
  2. TV პირველიოპოზიციურირაზე ესაუბრა ოპოზიცია აკრედიტირებულ ელჩებს - კომენტარები
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა გამართეს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიცია უცხოელების იმედად - კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბრიტანეთის საელჩოში მივიდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები