ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა გამართეს

ფედერალისტებინაციონალური მოძრაობალელოგახარია საქართველოსთვისკოალიცია ცვლილებისთვისქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ოპოზიციის ლიდერები დიდი ბრიტანეთის საელჩოში ევროპელ ელჩებს შეხვდნენ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შიდა საქმეებში ჩარევად და „ინსტრუქტაჟად“ შეაფასა. შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების წინ გაიმართა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა გამართეს
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა გამართესრადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის წარმომადგენლებმა, შეხვედრა გამართეს ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიების

"ფედერალისტების"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"

"ლელო - ძლიერი საქართველოს"

"გახარია საქართველოსთვის"

კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენლები

შეხვედრაზე განხილული საკითხების თაობაზე პოლიტიკოსებს მედიასთან დეტალურად არ უსაუბრიათ. როგორც "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა "არაფერი მოულოდნელი არ არის იმაში, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით როცა ივანიშვილის რეჟიმი საჯაროდ აცხადებს, რომ მოქმედებს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, კრძალავს პოლიტიკურ არჩევანს მოქალაქეებისთვის".

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საუბარი იყო იმაზე "როგორ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, იმ გამოუსწორებელი შესაძლო შედეგისგან, რომელიც შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას "ქართული ოცნების" ავანტიურამ".

შეკითხვაზე, იყო თუ არა შეხვდერაზე საუბარი საპასუხო ზომებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიიღების შემთხვებაში, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „ამაზე არ გვქონია საუბარი.“

"საქმიანი საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბუნებრივი მოკავშირეები ვინც გვყავს, მათთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა", - თქვა შეხვედრიდან გამოსულმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელს, ანა ბუჩუკურს და კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას.

"ქართული ოცნების" გამოხმაურება

დიდი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის შეხვედრა შეაფასეს მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც.

როგორც საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო მდივანმა დავით მათიკაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს "ვენის კონვენცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გამორჩეულად კრძალავს და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ელჩებისთვის საქართველოში", მისი შეფასებით "არის მცდელობა, რაღაც კულუარულად, კარს მიღმა, საზოგადოების ინტერესის და საჯაროობის მიღმა მოხდეს რაღაც გარკვეული შეხვედრები რადიკალებთან".

"ბოლო ინსტრუქტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებამდე", - ასე შეაფასა ელჩებთან შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.

შეხვედრის ფონი

დიდი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციონერების შეხვედრის ფონია "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის მოთხოვნაა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა. ოპოზიიცია სარჩელს დიქტატურის დაკანონების მცდელობად მიიჩნევს - სარჩელის განხილვას სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყება.

სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა თვე, 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს.

„ქართული ოცნება“ ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას.

ოპოზიციური პარტიები სასამართლო განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციებს აანონსებენ როგორც ბათუმში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს, ისე თბილისში.

ოთხი დეპუტატი, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ, არიან: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე მანანა კობახიძემ დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არაფერი მოულოდნელი არ არის იმაში, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით როცა ივანიშვილის რეჟიმი საჯაროდ აცხადებს, რომ მოქმედებს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, კრძალავს პოლიტიკურ არჩევანს მოქალაქეებისთვის“
გიგა ბოკერია
„როგორ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, იმ გამოუსწორებელი შესაძლო შედეგისგან, რომელიც შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას "ქართული ოცნების" ავანტიურამ“
ბადრი ჯაფარიძე
„ამაზე არ გვქონია საუბარი.“
ბადრი ჯაფარიძე
„საქმიანი საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბუნებრივი მოკავშირეები ვინც გვყავს, მათთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა“
ირაკლი ფავლენიშვილი
„ვენის კონვენცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გამორჩეულად კრძალავს და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ელჩებისთვის საქართველოში“
დავით მათიკაშვილი
„არის მცდელობა, რაღაც კულუარულად, კარს მიღმა, საზოგადოების ინტერესის და საჯაროობის მიღმა მოხდეს რაღაც გარკვეული შეხვედრები რადიკალებთან“
დავით მათიკაშვილი
„ბოლო ინსტრუქტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებამდე“
თენგიზ შარმანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძე: ოპოზიციურ პარტიებს სასამართლოს მაგივრად, ურჩევნიათ ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები