პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რას აცხადებენ ბრიტანეთის საელჩოში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები

ლელონაციონალური მოძრაობაფედერალისტებიქართული ოცნება

ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერები ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდნენ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის საკითხზე. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საუბარი შეეხო იმ ზიანის არიდებას, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა უქადის ქვეყანას.

რას აცხადებენ ბრიტანეთის საელჩოში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები
იმედინიუსი

ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა დასრულდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებოდნენ.

ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი ბადრი ჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი, „ფედერალისტების“ ლიდერი გიგა ბოკერია, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ნიკა გვარამია. შეხვედრის თემა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი იყო.

ოპოზიციის ლიდერებმა მედიასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

„მთავარი თემა არის, როგორ ავაცილოთ ჩვენს სახელმწიფოს ის შესაძლო, გამოუსწორებელი ზიანი, რასაც უქადის „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„მე ვხედავ თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას ყოველთვის, როდესაც ქართული საზოგადოება დგამს მყარ ნაბიჯებს საკუთარი ინტერესების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის დასაცავად. ეს არის საქართველოს საზოგადოების ამოცანა დღეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„როდესაც დღეს არსებობს კრიზისული მდგომარეობა, რომ არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობას ემუქრება საფრთხე, ეს არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, გახლავთ მთლიანად დასავლური უსაფრთხოების პრობლემა. ვსაუბრობთ ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან. მთავარი გასაკეთებელი საქმე მაინც ქართველი ხალხის გახლავთ“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთავარი თემა არის, როგორ ავაცილოთ ჩვენს სახელმწიფოს ის შესაძლო, გამოუსწორებელი ზიანი, რასაც უქადის „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა“
ბადრი ჯაფარიძე
„მე ვხედავ თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას ყოველთვის, როდესაც ქართული საზოგადოება დგამს მყარ ნაბიჯებს საკუთარი ინტერესების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის დასაცავად. ეს არის საქართველოს საზოგადოების ამოცანა დღეს“
გიგა ბოკერია
„როდესაც დღეს არსებობს კრიზისული მდგომარეობა, რომ არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობას ემუქრება საფრთხე, ეს არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, გახლავთ მთლიანად დასავლური უსაფრთხოების პრობლემა. ვსაუბრობთ ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან. მთავარი გასაკეთებელი საქმე მაინც ქართველი ხალხის გახლავთ“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა - ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები