პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა

ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია სახელმწიფოს მეტი ჩართულობისთვის შეიქმნა და მის მანდატს პირდაპირი სესხები, წილობრივი მონაწილეობა და კაპიტალის ფონდებში ინვესტირება დაემატება.

ირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა
რუსთავი 2

"საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა“ - ამის შესახებ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე გაფართოვდა მანდატი - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის არსებული მექანიზმები დარჩება, თუმცა დაემატება სხვა სეგმენტების მექანიზმები, როგორიცაა პირდაპირი სესხები, პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა, ჩართულობა და ინვესტიცია კაპიტალის ფონდებში, ფაქტორინგის პლატფორმის განვითარება და სხვა.

"ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური განვითარების არსებული ტემპები, რასაც სჭირდება ახალი, განახლებული მიდგომა და უფრო ფართო, სახელმწიფოს მეტი ჩართულობა ეკონომიკაში. სწორედ ამისთვის შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რათა ეს ჩართულობა და მეტი მხარდაჭერა შევთავაზოთ ბიზნესს“ - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი გაბრიაძე ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე: აღნიშნული ტემპების შენარჩუნებას სჭირდება განახლებული მიდგომა და სახელმწიფოს მეტი ჩართულობა ეკონომიკაში, სწორედ ამისთვის შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა
  3. იმედინიუსისამთავრობოირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
  5. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი: ბოლო წლებში ძალიან სწრაფად იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა. ზრდის ეს ტემპები საჭიროებს შენარჩუნებას და სწორედ ამ ზრდის შენარჩუნებაა ჩვენი მიზანი
  6. იმედინიუსისამთავრობოირაკლი გაბრიაძე: საკმაოდ ამბიციური გეგმები გაქვს 10 წლის თავზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მივეხმაროთ ქართულ ბიზნესს წარმატებაში
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბოლო 5 წელიწადში, ზრდის ტემპი საშუალოდ 9.3% გვაქვს, რაც არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის და სწორედ ამ ტემპების შენარჩუნებაა მიზანი, რომლისთვისაც შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია - ირაკლი გაბრიაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები