ირაკლი გაბრიაძე ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე: აღნიშნული ტემპების შენარჩუნებას სჭირდება განახლებული მიდგომა და სახელმწიფოს მეტი ჩართულობა ეკონომიკაში, სწორედ ამისთვის შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად სახელმწიფოს მეტი ჩართულობაა საჭირო, რისთვისაც ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა. ახალი ინსტიტუტის პროგნოზით, მომდევნო 10 წელიწადში ქვეყანაში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის მობილიზება იგეგმება.
ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაცია თბილისში.
ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გახსნა. კორპორაცია ივნისში "აწარმოე საქართველოს" ბაზაზე შეიქმნა. ახალი ფინანსური ინსტიტუტი შეინარჩუნებს აქამდე არსებულ ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტებს. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, კორპორაცია შეძლებს მსხვილ და სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელობის პროექტებში მონაწილეობას.
წინასწარი პროგნოზით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში შესაძლებელი იქნება 40-ც მილიარდ ლარამდე ახალი ინვესტიციის მობილიზება.
როგორც "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" გენერალური დირექტორი აცხადებს, აღნიშნული ტემპების შენარჩუნებას სჭირდება განახლებული მიდგომა და სახელმწიფოს მეტი ჩართულობა ეკონომიკაში.
"ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2014 წლიდან ეკონომიკა 3,3- ჯერ გაიზარდა და მთლიანმა შიდა პროდუქტმა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ასევე უპრეცედენტო იყო ზრდის ტემპები ბოლო 5 წლის განმავლობაში და საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3 % იყო.
ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ აღნიშნული ტემპები. აღნიშნული ტემპების შენარჩუნებას სჭირდება ახალი, განახლებული მიდგომა და უფრო ფართო სახელმწიფოს მეტი ჩართულობა ეკონომიკაში, სწორედ ამისთვის შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია." - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა
ირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
ირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
ირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი: ბოლო წლებში ძალიან სწრაფად იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა. ზრდის ეს ტემპები საჭიროებს შენარჩუნებას და სწორედ ამ ზრდის შენარჩუნებაა ჩვენი მიზანი
ირაკლი გაბრიაძე: საკმაოდ ამბიციური გეგმები გაქვს 10 წლის თავზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მივეხმაროთ ქართულ ბიზნესს წარმატებაში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…